მიუხედავად იმისა, რომ არტურო ვიდალი ლუი ვან გაალის მთავარ სამიზნედ ითვლებოდა, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ზაფხულში მისი შეძენა ვერ შეძლო.
იმ შემთხვევაში თუ არტურო ვიდალი იტალიაში დარჩენას გადაწყვეტს, ვან გაალი აუცილებლად შეიძენს კევინ სტროოტმანს ან სამი ხედირას. მოგეხსენებათ, "იუნაიტედს" კვლავ აქვს პრობლემები ნახევარდაცვაში.
მას შემდეგ, რაც "იუვენტუსის" მთავარი მწვრთვნელი ალეგრი გახდა, ყველაფერი წესრიგში ჩადგა. ვიდალსა და "ბებერ ქალბატონს" შორის ყველანაირი უთანხმოება გაირკვა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლა ამორუსომ საინტერესო ინტერვიუ მისცა იტალიურ ჟურნალს.
"როგორც ჩანს ვიდალსა და "იუვენტუსს" შორის გზები მალე გაიყოფა. იგი ღირებული ფეხბურთელია, თუმცა მას ახალი ლიგა და ახალი გამოწვევები სჭირდება"._განაცხადა ამორუსომ.