თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2014, 08:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1682,
კომენტარები: 7
ლუკ შოუ: "ეს მსოფლიოში გამორჩეული მატჩია"
ლუკ შოუ "ჩელსის" მოლოდინშია.
ლუკ შოუ:
ლუკ შოუ "ჩელსის" წინააღმდეგ კვირას გასამართ შეხვედრას მოულოდნელად ელოდება და მატჩს "მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ შეხვედრად" მოიხსენიებს.

ლონდონში დაბადებული ფეხბურთელი ბავშვობიდანვე "ჩელსის" გულშემატკივარია და მთელი მისი ოჯახიც "ლურჯებს" უჭერს მხარს.

"ჩელსის" წინააღმდეგ თამაში ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის უდიდესი მოვლენაა, რადგან ლონდონის ამ მიდამოებში დავიბადე. პატარაობისას მათ ხშირად ვუყურებდი, რაც დარწმუნებული ვარ ყველასთვის ცნობილია."

"როცა "საუთჰემპტონთან" ერთად "სტემფორდ ბრიჯზე" პირველად ვითამაშე, ამით სურეალისტური გამოცდილება მივიღე და დიდწილად იმიტომ, რომ ამ მოედანზე ბავშვობაშიც გავსულვარ."

"მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედთან" ერთად "ჩელსის" წინააღმდეგ თამაში სულ სხვა შეგრძნებაა. თამაშს მოუთმნელად ველოდები, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს უდიდესი შეხვედრა იქნება. ყველასთვის ცხადია, რომ "იუნაიტედისა" და "ჩელსის" დაპირისპირება მასიურია, ასე რომ, მას მოუთმენლად ველოდები."


"ჩელსი" სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა და ოპონენტებს ძლიერ უსწრებს. ლუი ვან გაალმა "ლურჯებთან" დაპირისპირება "ბისკუიტად" მოიხსენია და განაცხადა, რომ ლონდონელები "იუნაიტედის" უკანასკნელ მეტოქეს აღემატებიან. სწორედ ეს ფაქტორი მატებს შოუს დამატებით მოტივაციას.

"ეს უდიდესი მატჩია - ვფიქრობ, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრაა, რომელსაც ყველა უყურებს ტელევიზორით. ძალიან ცოტა მატჩი თუ მოიძებნება, რომელიც ამ თამაშს აღემატება და სწორედ ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ მასში მონაწილეობას მივიღებ. მინდა ხალხს ვუჩვენო თუ რის გაკეთება შემიძლია მსგავს თამაშებში.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 ოქტომბერი 2014 08:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წინა დღით ელ კლასიკო, მეორე დღეს ეს. საფეხბურთო ზეიმია

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
23 ოქტომბერი 2014 09:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Es chelseas fani araa?? :/
0
№3
ავტორი: A.HERRERA
23 ოქტომბერი 2014 09:54
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Rogorc chans jer AR dauviwyebia chelsea
0
№4
ავტორი: red devil
23 ოქტომბერი 2014 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კიდე ვერ ათამაშდა როგორც საჭიროა
0
№5
ავტორი: Mufc7
23 ოქტომბერი 2014 11:07
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედია, გვიჩვენებს თავის შესაძლებლობებს, რა შეუძლია და როგორ.აქამდე დიდი ვერაფერი დავინახე, ათამაშება სჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2014 11:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია შოუსთვისაც გამორჩეული მატჩი იქნება
0
№7
ავტორი: DiMaria
24 ოქტომბერი 2014 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჰა ბიჭო, არაფერი მიქარო შენ საყვარელ გუნდთან იცოდე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top