თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2014, 22:31
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1483,
კომენტარები: 6
რაფაელს "ოლდ ტრაფორდის" ფაქტორის ეიმედება
რაფაელი "ტრაფორდის" ატმოსფეროზე საუბრობს.
რაფაელს
რაფაელს სჯერა რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუბრუნებს შიშის ფაქტორს "ოლდ ტრაფორდს" და სწორედ საკუთარი კედლების უპირატესობა იქნება გადამწყვეტი კვირას, "ჩელსისთან" გასამართ შეხვედრაში.

ლუი ვან გაალის შეგირდებმა ბოლო სამი მატჩი სასურველი შედეგით დაასრულეს საკუთარ მოედანზე, გაიტანეს რა 8 გოლი და მიიღეს მხოლოდ ორი, მათი მეტოქეები კი "ქუინს პარკ რეინჯერსი", "ვესტ ჰემი" და "ევერტონი" გახლდათ.

"ყველას დამარცხება შესაძლებელია, ჩვენ უბრალოდ ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ და შედეგი არ დააყოვნებს. ისინი("ჩელსი") მართლაც ძალიან კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ვთამაშობთ "ოლდ ტრაფორდზე" და ეს დიდი პლუსია ჩვენთვის."-აცხადებს რაფაელი.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა გუნდი "ოლდ ტრაფორდი" ისევ აუღებელი ციხე-სიმაგრე გახადოს ბრაზილიელმა ასე უპასუხა:- "დიახ, ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ აქ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ და კარგი შედეგიც გვაქვს."

"ფეხბურთში მთავარი შედეგია. როდესაც შენ არ თამაშობ კარგად და შედეგი არის ფრე, რა თქმა უნდა, ყველა იწყებს ამაზე ლაპარაკს, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენ კარგად ვითამაშებთ "ჩელსის" წინააღმდეგ და შედეგიც დადებითი იქნება."

"მე ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა დიდ თამაშებში და მე ეს ძალიან მომწონს, ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის. იმედი მაქვს "ოლდ ტრაფორდი" როგორც ყოველთვის, კვირასაც ძალიან ხმაურიანი იქნება, ჩვენ ეს გაგვაძლიერებს. მეტოქე ძალიან კარგად თამაშობს ამიტომ შედეგის მისაღწევად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ."



წყარო: manutd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2014 22:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფას იმედი მაქვს ჩელსისთან, მევასება ამის თამაში, ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მოედანზე. შეიძლება არასტაბილურია და ზოგჯერ უაზრო შეცდომებს უშვებს მაგრამ მაინც
0
№2
ავტორი: RojoDiablo
22 ოქტომბერი 2014 22:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩვენი მოედანი შარშან ციხე-სიმაგრის ნატეხს ჰგავდა. წელს ახლიდან უნდა დავიწყოთ მშენებლობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
23 ოქტომბერი 2014 00:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Chelseas unda movugot ro davibrunot shishis momgvreli saxeli
0
№4
ავტორი: A.HERRERA
23 ოქტომბერი 2014 10:08
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Amatac movugebt Da citysac
0
№5
ავტორი: Manchester_M
23 ოქტომბერი 2014 15:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რად გინდა ერთ თამაშს კარგად ითამაშებთ მეორეს ჩააგდებთ სტაბილურები უნდა გახდეთ თორე ნერვები მასხამს უკვე ვესთ ხემი საუთემპტომი და რაც ყველაზე გამაღიზიანებელია ლივერპულიც ჩვენზე წინაა :@
0
№6
ავტორი: DiMaria
24 ოქტომბერი 2014 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ყველაფერი შეიძლება თუ ყველაფერს გააკეთებ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top