"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდის გამოკითხვაში "თვის საუკეთესო ფეხბურთელი" ხავიერ ერნანდესმა უკვე მეორედ გაიმარჯვა. აქამდე, მან ოქტომბერში შეძლო გულშემატკივრების გულის მოგება. გამოკითხულთა 67%-მა, 20 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ჩიჩარიტოს მისცა ხმა. დარჩენილი ხმები გადანაწილდა რაფაელზე, ანდერსონსა და ევანსზე. რაც შეეხება მის წვლილს გუნდის წარმატებაში, "ასტონ ვილასთან" მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე შესულმა 24 წლის თავდამსხმელმა მეტოქეს 45 წუთში ჰეთ-თრიკი შეუსრულა და "იუნაიტედს" 2-3 გაამარჯვებინა, ჩიჩარიტომ "ბრაგასთან" შესრულებულ ქამბექშიც მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ნოემბერში ერნანდესმა თავი "ქპრ"-სთან ერთი გატანილი ბურთითაც გამოიჩინა, ამჯერადაც შეცვლაზე შესულმა. ჩიჩარიტოს "იუნაიტედის" თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო სულ 6-ჯერ აქვს მოგებული.