მოსკოვის "ცსკა"-ს ფეხბურთელი, ზორან ტოშიჩი აცხადებს, რომ "იუნაიტედში" სათამაშოდ მზად არ აღმოჩნდა.
"იუნაიტედში" ჩემი გადასვლა ძალიან სწრაფად მოხდა. "პარტიზანში" დაახლოებით 18 თვე გავატარე და ამ პერიოდში ქვეყნის თასთან ერთად ჩემპიონატიც მოვიგე. იყო პერიოდი, როცა ყველა შეხვედრაში გამქონდა გოლი. სწორედ იმ პერიოდში მიმიწვია "იუნაიტედმა". ეს მოვლენა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო და სერ ალექსთან შეხვედრას მოულოდნელად ველოდი."
"მთელი ცხოვრების განმავლობაში "იუნაიტედის" ქომაგი ვიყავი და მიხაროდა ისეთ ადამიანთან შეხვედრა, რომელმაც კლუბს უამრავი ჯილდო მოუპოვა. თუმცა, სერბულ და ინგლისურ ფეხბურთს შორის უდიდესი სხვაობაა. ეს "იუნაიტედში" მოსვლისთანავე ვიგრძენი. სერ ალექსს ხშირად ვესაუბრებოდი ამ თემაზე. ის კი მეუბნებოდა, რომ ხელი არ ჩამექნია და მემუშავა."
"სათამაშო პრაქტიკა მესაჭიროებოდა, ამიტომაც "კიოლნში" გადავედი, სადაც შესანიშნავი პერიოდი გავატარე. ამის შემდეგ მანჩესტერში დავბრუნდი და იმედი მქონდა, რომ მეტ სათამაშო დროს მივიღებდი. დროთა განმავლობაში კი დავეჭვდი, საერთოდ თუ მომეცემოდა "იუნაიტედში" თამაშის საშუალება, ამიტომაც წასვლა გადავწყვიტე. ახლაც კი, მუდმივად ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ვფიქრობ. შესაძლოა უნდა დავრჩენილიყავი და სერ ალექსის ნდობა მომეპოვებინა."