თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2014, 08:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1708,
კომენტარები: 7
რიუდიგერმა შესაძლოა კლუბი დატოვოს
"იუნაიტედის" სამიზნემ შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს.
რიუდიგერმა შესაძლოა კლუბი დატოვოს
"შტუტგარტის" ხელმღძვანელობამ განაცხადა, რომ ანტონიო რუდიგერმა შესაძლოა ზამთარში კლუბი გამოიცვალოს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" დაცვის ხაზში სერიოზულ პრობლემებს განიცდის, რის გამოც მოსალოდნელია, რომ "წითლები" ზამთარში მცველის დამატებას ეცდებიან.

სავარაუდო კანდიდატებად "ასტონ ვილას" კაპიტანი რონი ვლაარი, "სტოკ სიტის" კაპიტანი შოუკროსი და "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე სახელდებოდა.

თუმცა, "იუნაიტედის" სახელს "შტუტგარტის" მცველის, ანტონიო რუდიგერის სახელსაც უკავშირებენ. გერმანული გუნდის ხელძღვანელობის განცხადებით ანტონიოს ტრანსფერი გამორიცხული არ არის.

"მოქმედი კონტრაქტით ანტონიო ჩვენთან 2017 წლამდე დარჩება. მაგრამ საკითხავია, რამდენად დიდხანს მოვახერხებთ ასეთი დონის ფეხბურთელის შენარჩუნებას. ის მუდამ იბრძვის სრულფასოვნებისკენ და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს" - განაცხადა "შტუტგარტის" მწვრთნელმა, არმინ ფემ.

"მესმის, რომ მისი სამსახურით მრავალი კლუბი ინტერესდება. მაგრამ ანტონიოს მხოლოდ მაშინ გავუშვებთ, თუ მის სანაცვლოდ შესაბამის თანხას გადაიხდიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვენთან დარჩება და ეს უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის."

წყარო: redevils.ru
ტრანსფერები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 ოქტომბერი 2014 08:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რომ ვთქვა შტუტგარტის თამაშებს ხშირად ვუყურებ თქო მოვიტყუებ, მაგრამ რაც ვნახე ძალიან კარგი ფეხბურთელია
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
23 ოქტომბერი 2014 09:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Meore rojoa -_-
1
№3
ავტორი: A.HERRERA
23 ოქტომბერი 2014 09:59
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Amaze adrec iyo laparaki ramdeni wlisaa?
1
№4
ავტორი: red devil
23 ოქტომბერი 2014 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ერთხელ ვუყურე ამის თამაშს და კაი ტიპი ჩანს
1
№5
ავტორი: Mufc7
23 ოქტომბერი 2014 11:12
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
A.HERRERA,
21 წლისაა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2014 11:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პიკეზე ყველგან რატო იწერება derpwhy

არ მაქვს ამის თამაში ნანახი მაგრამ ეხლა არც ახალგაზრდა მცველების მოყვანის დრო არაა და არც ვლაარების
1
№7
ავტორი: DiMaria
24 ოქტომბერი 2014 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოკლედ რა. ბოლოს იქამდე მიმიყვანებენ ოღონდ ვინმეს მოყვანაზეე მაოცნებებენ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top