უკვე ტრამვირებულ დიეგო კოშტას ლაზარეთში კიდევ ერთი ფორვარდი შეუერთდება და ეს ლოიკ რემია. ფრანგა "მარიბორთან" გამართულ მატჩში ანგარიშის გახსნა მოახერხა და ზუსტად გოლის ეპიზოდში მიიღო დაზიანება, იგი უკვე მე-16 წუთზე შესაცვლელი გახდა.
არისტოკრატებს მხოლოდ ერთი ცენტ ფორვარდი ჰყავთ ჯანმრთელი და ეს 36 წლის დიდიე დროგბაა, მაგრამ ეს სულაც არ ადარდებს მთავარ მწვრთნელს.
"ლოიკს კუნთის ტრამვა აწუხებს, მე არ ვიცი რამდენი გაუცდება მას, მაგრამ მე არ ვარ გულდაწყვეტილი ამის გამო, როდესაც ფეხბურთელი მიუწვდომელია – ათამაშე სხვა."-განაცხადა მუურინიომ
"ჩვენ არ ვტირით ტრამვების გამო, ეს ჩვენი ფსიქოლოგიაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რომელიმე ფეხბურთელის ტრამვა არის შანსი სხვისთვის."
"ხვალ დასვენების დღეა, ამიტომ კლუბის ექიმს ეკრძალება, რომ დამირეკოს და მითხრას ახალი ამბები, მე არ მინდა ლაპარაკი ჩვენი გუნდის ან "იუნაიტედის" ტრამვებზე, მე უბრალოდ არ მსურს ცოდნა."
ჟოზემ ასევე განაცხადა რომ მას არ ეშინია დროგბას ძირითადში დაყენების: "მე არ ვაპირებდი მისთვის 75 წუთი მიმეცა, ჩვენ ვილაპარაკეთ მატჩის წინ და 30 წუთზე შევთანხმდით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მას მოუწია მეტის თამაში. მიუხედავად ამისა, დიდიე კარგად გამოიყურებოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. ზოგადად მოთამაშისთვის ფორმის აღსადგენის საუკეთსო ვარიანტი თამაშია" -დაასრულა პორტუგალიელმა.