თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2014, 16:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1787,
კომენტარები: 6
გიგზის საერთაშორისო დებიუტი
ინგლისელი ჟურნალისტის თვალით ნანახი გიგზის დებიუტი.
გიგზის საერთაშორისო დებიუტი
1991 წლის ოქტომბერი, ქალაქი კიოლნი. ჩემი მეგობარი, "სუონსის" ქომაგი ჩემთან ბინაში სტუმრად მოვიდა, სადაც შეფილდის უნივერსიტეტის გერმანული ენის კურსზე მოსწავლე ორ სტუნდენტთან ერთად ვცხოვრობდი. ის ხშირად მოდიოდა ჩვენთან, მაგრამ ამ ჯერად მიზეზი ჰქონდა - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გერმანიასა და ეულსს შორის, რომელიც ნიურნბერგში ტარდებოდა. ჩემი მეგობარი ამ მატჩზე მანამდეც გვესაუბრა, მაგრამ "გედების" სხვა ქომაგებისგან განსხვავებით იგი საზღვარგარეთაც დადიოდა თამაშებზე.

რამდენიმე კვირით ადრე ჩვენი მეგობრის საყვარელი "სუონსი" თასების მფლობელთა თასზე "მონაკომ" გაანადგურა, რომელსაც მაშინ არსენ ვენგერი წვრთნიდა. მაშინ, უელსის თასის მფლობელი ავტომატურად გადიოდა ამ ტურნირზე.

ჩვენ ხელთ გვქონდა სამი ბილეთი, რადგან ერთ-ერთი ჩემი მეზობელი რაგბით უფრო მეტად იყო გატაცებული. გარდა ამისა, იგი "აიაქსის" ქომაგებს გაეცნო, რომელიც ასევე კიოლნის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ამსტერდამელებს საკუთარი საშინაო შეხვედრის გამართვა დიუსელდორფში მოუხდათ, რადგანაც კლუბს გულშემატკივართან უთანხმოება ჰქონდა. "რაგბის მოყვარული" მათთან ერთად "აიაქსის" თამაშზე წავიდა და ახლა სიამაყით გვეუბნება, რომ ლუი ვან გაალის შესანიშნავი "აიაქსის" თამაში პირადად აქვს ნახული.

როგორ უნდა ჩახვიდე კიოლნიდან ნიურნბერგში? მარტივად. სამ უცხოელ სტუდენტს შეუძლია მანქანა დაიქირავოს და ერთ დღეში ჩასვლაც მოასწროს და ჩამოსვლაც. რადგანაც გერმანიის კანონების მიხედვით მანქანის მართვა მხოლოდ 21 წელს მიღწეულს შეუძლია, მე ერთადერთი აღმოვჩნდი, რომელსაც ტარება შეეძლო და ამის გამო სასმლის გარეშე დავრჩი. მაგრამ ჩემი მეგობრები, "სუონსისა" და "ლივერპულის" ქომაგები ყველანაირად მიჭერდნენ მხარს და ადგილობრივ "კიოლშს" მღეროდნენ. უელსის დროშა ამაყად ირხეოდა მანქანის ფანჯარაზე და ჩვენ ნიურნბერგში შევედით.

მანქანის პარკირებისთანავე ვიგრძენით უელსის ქომაგებში დაბუდებული თავდაჯერებული ატმოსფერო. რატომაც არა? კარდიფში მათმა ნაკრებმა გერმანელები 1-0 დაამარცხა და ივნისში ბრაზილიასაც მოუგო ამხანაგურ შეხვედრაში. თუმცა, უელსელთა კაპიტანი, ნიკოლასი დისკვალიფიცირებული იყო, მაგრამ შემტევმა ტრიომ, ჰიუზმა, რაშმა და სონდერსმა თითქმის გაიყვანეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე. მხოლოდ ერთადერთი ქულის აღება იყო საჭირო გერმანიასთან. ახალგაზრდა ჯილდოს, რაიან გიგზთან ერთად კი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედში" დებიუტიდან რამდენიმე თვეში სანაკრებო დებიუტი ელოდა კარგი დროება მთებს მიღმა არ იდგა.

ჩემმა მეგობარმა, იმან რომელიც "სუონსის" ქომაგობს მოედანზე მისვლამდე გაგვაფრთხილა, სანამ თამაშზე არ შევიდოდით მისთვის ხმა არ გაგვეცა. "კარდიფის" ქომაგების ფერები უფრო მეტად ჭარბობდა გულშემატკივრებს შორის, ვიდრე ნაკრების ფერები, ამიტომაც მას მაშინვე ამოიცნობდნენ აქცენტით. ის ფაქტი, რომ ჩვენ ინგლისელები ვიყავით, მათთვის სულერთი იყო. გაცილებით დიდ მნიშვნელობას ატარებდა "სუონსისა" და "კარდიფის" დაპირისპირება.

სტადიონამდე ტრამვაით მივედით და გზად რამდენიმე ახალი სიმღერაც ვისწავლეთ. იმ დღეს ცოტა ადრე ნეონაცისტების მიტინგი იმართებოდა და უელსიდანაც 4 ათასი ქომაგი ჩამოვიდა, რის გამოც პოლიცია მობილიზებული დაგვხვდა.

დაგვჭირდა კიდეც. გერმანელებსა და უელსელებს შორის შეტაკება დაიწყო. ხშირად ისმოდა სიტყვები: "მოდით ამის დედაც, სეირი ვუჩვენოთ!". შემდეგ კი უელსელ ქომაგს გერმანელთა წინააღმდეგ ინგლისელი ქომაგიც შეუერთდა. ჩემმა მეგობარმა, რომელიც 190 სმ. სიმაღლისაა, უელსის დროშა ააფრიალა, რათა მისთვის მიექციათ ყურადღება. მას გერმანელთა რამდენიმე შეტევის მოგერიება მოუხდა.

გიგზის საერთაშორისო დებიუტი


მალე მოედანზე შევედით და ემოციებით ავივსე. ეს ჩემი ქვეყნის ნაკრები იყო და ვგრძნობდი, რომ ამ დღეს ყველაფრის გაკეთება შეგვეძლო.

შესვენებაზე რუდი ფიოლერის, ანდრეას მიოლერისა და ჰაინც რიდლეს გოლებმა მიწაზე დამანარცხა. ეს არ უნდა მომხდარიყო! თუმცა, გულშემატკივარი ჯერ კიდევ სკანდირებდა: "ორი მსოფლიო ომი და ერთი მსოფლიო თასი". მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე გაგრძელდა, სანამ გერმანელებმა უელსს არ უჩვენეს, რომ ეს დამპალი თასი არ აქვთ.

სონდერსი გააძევეს, დოლმა კი მეოთხე გოლიც გაიტანა უელსის კარის ბადეში. შეხვედრის მიწურულს უელსელებმა მაინც მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანა. ერთ წუთში კი ლეგენდარული კაპიტანი, ერიკ იანგი რაიან გიგზმა შეცვალა. მარჯვენა ფლანგზე გადავიდა და ბრემესთან ერთი-ერთზე შეტაკებამდე ბურთს რამდენიმეჯერ შეეხო. გიგზმა მოატყუა, უკან მოიტოვა, საჯარიმოში შეიჭრა და ჰიუზსა და რაშს ზუსტი გადაცემა მიაწოდა.

ეს საკმარისი იყო ჩემთვის. 17 წლის გიგზი მსოფლიო ჩემპიონებთან სანაკრებო დებიუტს ახდენს, ატყუებს ფლანგის საუკეთესო მცველსა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების მომტანი გოლის ავტორს. რაიანი მსოფლიო ფეხბურთის სცენაზე გამოჩნდა და მისი ხილვა მახარებს.

წყარო: carrick.ru
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 ოქტომბერი 2014 16:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გიგზი უკეთეს ნაკრებს იმსახურებდა და სანაკრებო ტიტულებშიც არავის ჩამორჩებოდა ესე რომ ყოფილიყო
0
№2
ავტორი: RojoDiablo
27 ოქტომბერი 2014 16:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვწუხვარ, რომ ზოგიერთი დიდი ფეხბურთელი პატარა საფეხბურთო ქვეყნის შვილია, მაგრამ მათთვის მაინც საამაყოა სწორედ იმ ქვეყნის გერბის ქვეშ თამაში,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
27 ოქტომბერი 2014 18:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს რო ინგლისში ყოფილიყო love
0
№4
ავტორი: DiMaria
27 ოქტომბერი 2014 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგრად ტეხავს ასეთი წარმატებული ფეხბურთელის წარუმატებელი სანაკრებო კარიერა
0
№5
ავტორი: Mufc7
27 ოქტომბერი 2014 21:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დამბურძგლა,რომ ვკითხულობდი... love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: RedTeen
28 ოქტომბერი 2014 02:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Araushavs samagierod gundshi gaumartla...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top