თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2014, 08:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1409,
კომენტარები: 0
ფერგიუსონი: "მოიესს უხაროდა ჩემი ხილვა"
სერ ალექსის წიგნის მეორე ნაწილი.
ფერგიუსონი:
ფერგიუსონს არ სიამოვნებს მუდმივად იმის შეხსენება, რომ დევიდ მოიესის დანიშვნაში მას დიდი როლი მიუძღვის. რაც არ უნდა იყოს, ნათელია, რომ ამ გადაწყვეტილებაში მთავარი დასაყრდენი სწორედ ფერგის აზრი გახდა.

"მე აბერდინში ვიყავი, როცა ეს ყველაფერი მოხდა. ორშაბათს მანჩესტერში ვბრუნდებოდი, ჩემ გვერდით იჯდა ბიჭი გაზეთით, რომელშიც სტატია იყო გამოქვეყნებული სათაურით: "დევიდ მოიესს დაითხოვენ".

ფერგიუსონი გაურკვევლობაში იმყოფებოდა. მოიესმა მას შეტყობინება გაუგზავნა, მაგრამ ფერგიუსონმა არ იცოდა რა ეთქვა, რადგან დანამდვილებით არ იცოდა საქმის ვითარება.

შემდეგ კი მოხდა შემდეგი:

"დაბრუნებისას ედ ვუდვორდს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული."

არავის დაურეკავს მისთვის, არავის უკითხავს რა მოემოქმედათ შემდეგში. ფერგიუსონი მხოლოდ იმას ამბობს, რომ "ვან გაალის სახელი წინა პლანზე მალევე გამოვიდა".

სერ ალექსს ნამდვილად აღარ აქვს "ოლდ ტრაფორდზე" ისეთი გავლენა, როგორც ადრე. მისი წიგნი, რომელიც გაყიდვაში ხუთშაბათს გამოვა გამოქვეყნებულია იმისთვის, რომ "ზოგიერთ საკითხს ნათელი მოჰფინოს". ფერგიუსონი ცალმხრივ ამბობს, რომ მოიესის დანიშვნა გლეიზერების გადაწყვეტილება იყო. ასევე ფერგიუსონი ამბობს, რომ წიგნის საშუალებით მან კრიტიკოსებს უპასუხა, რომლებიც ამბობდნენ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მისი ყოფნა მოიესზე ზეწოლას ახდენდა.

"მე დისტანცია მეჭირა ისე, როგორც ნებისმიერი ყოფილი მწვრთნელი მოიქცეოდა ჩემს ადგილზე. თუ საერთოდ უნდა გავმქრალიყავი?"

ფერგიუსონი იმასაც აცხადებს, რომ ზეწოლის საკითხი მხოლოდ გაზეთების მონაგონია.

"მოიესს უხაროდა ჩემი იქ ხილვა."

თუმცა, არსებობს წიგნის ნაწილი, რომელშიც იგი თანემამულის კრიტიკას არ ერიდება. საუბარია იმაზე, რომ "იუნაიტედის" სტილი და მოიესის ნელი ფეხბურთი ერთმანეთს არ შეესაბამება და "ევერტონის" შემდეგ ეს დიდი ნახტომი იყო, თუმცა მოიესმა "კლუბის სიდიადე ვერ გააცნობიერა".

ამასთან ერთად, ფერგი არ თვლის, რომ მოიესი მის მიერ დაშვებული შეცდომაა.

"ხალხი ფიქრობს, რომ გლეიზერებმა დანიშნეს ადამიანი, რომელიც ერთმა კაცმა აირჩია."

არადა ყველა მართლაც ასე ფიქრობს.

"მოდიოდნენ თუ არა ფეხბურთელები ჩემთან საჩივრებით? არა." ერთადერთი გამონაკლისის გარდა, როცა ფერდინანდი ფერგიუსონთან "მომავლის შესახებ რჩევის საკითხავად მივიდა." სწორედ ის ფერდინანდი, რომელმაც მცირე ხნის დაწერა თავისი ავტობიოგრაფია, სადაც აღნიშნავს, რომ "თუ მოიესი დარჩებოდა დიდი ხნის წინ ჰქონდა კლუბის დატოვება გადაწყვეტილი". ამგვარად, რთულია ფერგიუსონისა და ფერდინანდის საუბრის მოიესის ხსენების გარეშე წარმოდგენა.

წყარო: the guardian
სტატიები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top