თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2014, 12:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2224,
კომენტარები: 7
ფერგიუსონი: "იმედი მაქვს, სანამ მოვკვდები ვინმე ამიხნსნის"
სერ ალექს ფერგიუსონის წიგნის დამატებითი ნაწილი.
ფერგიუსონი:
სერ ალექს ფერგიუსონი "ვესტ ჰემის" მწვრთნელის, სემ ელერდაისის მიმართ სიმპათიებით არის განწყობილი და აღნიშნავს, რომ არასდროს უთამაშია ისეთი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, რომელიც მისთვის საშიშ ფეხბურთს თამაშობდა.

"იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი თავისი ავტობიოგრაფიის დამატებით ნაწილში აღნიშნავს, რომ მას არ ესმის თუ რას უწოდებენ "ვესტ ჰემის" გულშემატკივრები "ვესტ ჰემის გზას".

ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "გზა" არის მხოლოდ მითი, რომელიც მას 26 წლიანი მუშაობის განმავლობაში არასოდეს უნახავს და ელერდაისის სტილი უფრო მიმზიდველად მიაჩნია.

"იმედი მაქვს, სანამ მოვკვდები ვინმე ამიხსნის თუ რას ნიშნავს "ვესტ ჰემის გზა". რა არის ეს? უკანასკნელად მათ თასი 1980 წელს მოიგეს და თანაც FA თასი."

"არასდროს მითამაშია ისეთი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, რომელიც ჩემთვის საშიშ ფეხბურთს აჩვენებდა. ისინი ყოველთვის გადარჩენილები, ან იღბლიანები იყვნენ, თითქოს ჩვენ წინააღმდეგ ჯოჯოხეთია."


ფერგიუსონმა გასული წლის "ვესტ ჰემი" საშუალო დონის ფეხბურთელების გუნდად მოიხსენია, რომელთაც სემ ელერდაისი ეხმარებოდა.

"ჩაქუჩებმა", რომელთაც სეზონის კარგად დაწყების შემდეგ პრემიერ-ლიგის მიმდინარე სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი უჭირავთ, გასულ წელს მხოლოდ 40 ქულა მოაგროვეს და გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს 7 ქულით აჯობეს.

გულშემატკივარმა კი ელერდაისის სტილი გააკრიტიკა, რასაც ფერგიუსონი არ ეთანხმება.

"ვესტ ჰემის" ქომაგებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ დიდი სემი არის მაშველი, რომელიც ფეხბურთელებს ბურთის მუდმივი ჩაწოდებისკენ მოუწოდებს."

"სიმართლე კი ის არის, რომ იგი საშუალო დონის ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს წვრთნიდა. ეს მენეჯმენტია. მან კი საუკეთესო შედეგი მიიღო."


წყარო: dailymail
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
22 ოქტომბერი 2014 14:51
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეხლა ყველაფერი უკუღმაა. ვესტ ჰემის კი არა ჩემპიონშიპიდან გადმოსული ლესტერის გვეშინია
0
№2
ავტორი: Mufc7
22 ოქტომბერი 2014 15:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საშუალო დონის ფეხბურთელები ვეძახოთ და მათთან აღებული 1 ქულა გაგვიხარდა :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2014 16:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვესტ ჰემის პლიუსიც ესაა და ყოველთვის ესე თამაშობენ მეორე სართულზე ყოველთვის გვჩაგრავენ
0
№4
ავტორი: RojoDiablo
22 ოქტომბერი 2014 19:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
წინა წელი იგულისხმება აქ. წელს იმდენი ტრანსფერი და ისეთი ტრანსფერები გააკეთეს, რომ არ გამიკვირდება ევროთასს რომ გამოკრან ხელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
22 ოქტომბერი 2014 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არ არსებობს "ვესტ ჰემის" გზა. ჩაწოდებები იყო ადრე, ახლა კიდევ თამაშს ჰგავს
0
№6
ავტორი: Best 7
22 ოქტომბერი 2014 22:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აუუ მეც ვერ გამიგია რისი ეიმედებეათ რა არი ეს გზა:დ
0
№7
ავტორი: Mufc7
22 ოქტომბერი 2014 23:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
აა,გასაგებია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top