უესლის სნეიდერმა უარყო ახალი კონტრაქტი "ინტერთან" და მას სურს გადავიდეს სხვა კლუბში. კონტრაქტის თანხა 180,000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს და როგორც ჩანს ჰოლანდიელს სურს ქონდეს უფრო მაღალი ანაზღაურება, რაზეც "იუნაიტედი" არ არის თანახმა. ამ ყველაფერს კი უპრობლემოდ აანაზღაურებს რობერტო მანჩინი და ის ჰოლანდიელს გაზრდილ ანაზღაურებას პირდება... უესლი სნეიდერი ფაქტიურად აღარ ირიცხება "ინტერში" მას რამდენიმე ფურცელიღა აკავშირებს ამ კლუბთან. ხოლო მანჩესტერული კლუბი მას უფასოდ ჩაიგდებს ეხლში. ასეთი ფეხბურთელის უფასოდ გადაყვანა, მართლაც რომ ძალიან სასიამოვნოა... "ამ წუთას მე არ ვიმყოფები "ინტერის" შემადგენლობაში და მე არ ვაპირებ ამ კლუბში დარჩენას" - ციტირებს უესლის სიტყვებს "Goal.com" -ი. სერ ალექსს კი აკრიტიკებენ იმაში, რომ მან აქამდე ვერ იპოვა სქოულზის შემცვლელი და ამიტომაც ის აპირებს იყიდოს პოლის შემცვლელი. თუ ვინ იქნება ეს ფეხბურთელი ამას ზამთარში ვნახავთ...