თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2014, 12:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2225,
კომენტარები: 5
ფერგიუსონი: "თასი კარგია, მაგრამ ჩემი რეკორდის დამხობას ვერ შეძლებს"
სერ ალექს ფერგიუსონის წიგნის მეორე ნაწილი.
ფერგიუსონი:
სერ ალექს ფერგიუსონმა სიხარული გამოხატა გასულ წელს ვენგერის მიერ FA თასის მოპოვების გამო მაგრამ მას ეჭვი ეპარება, რომ არსენი მისი 26 წლიანი შედეგის მიღწევას შეძლებს.

არსენ ვენგერი პრემიერ-ლიგის მოქმედ მწვრთნელებს შორის ყველაზე დიდი ხანი უდგას ერთ გუნდს სათავეში - 18 წელიწადი.

"ის, რაც მე გავაკეთე ისტორიაში შევიდა. ვერ ნახავთ ვერც ერთ მწვრთნელს, რომელმაც 26 წლის განამვლობაში გაწვრთნა ერთი გუნდი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ "არსენალში" არსენ ვენგერის სამუშაო პატივისცემას იმსახურებს."

"მის მიერ თასის მოგება ყველას ახარებს. მე პირადად მსურდა, რომ სტივ ბრიუსს მოეგო, რადგან ის ერთ-ერთი ჩემი ფეხბურთელი გახლდათ. მაგრამ არსენის მიმართაც უნდა გრძნობდე განსაკუთრებულ გრძნობას, რადგან მას ცხრა წლის განმავლობაში არ მოუგია ტიტული." - წერს სერ ალექსი თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის დამატებით ნაწილში.

იმისათვის, რომ ვენგერმა ფერგიუსონის მიღწევა გაიმეოროს, "ემირეიტსზე" მინიმუმ 2023 წლამდე უნდა დარჩეს, რაც სერ ალექსის თქმით ნაკლებად სავარაუდოა.

"ვინ იტყვის, რომ არსენ ვენგერი ჩემ რეკორდს ვერ დაამხობს? მე ჩემი ეჭვი მაქვს, მაგრამ მას ბზარი გაუჩნდა."

ფერგიუსონისა და ვენგერის დაპირისპირება 16 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობასში უამრავი ინციდენტი მომხდარა მათ შორის.

ერთ-ერთი მათგანი 2004 წელს მოხდა, როცა "იუნაიტედმა" "არსენალის" 49 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

მას შემდეგ იყო პიცის სროლა გვირაბში, როცა ორივე გუნდის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის უთანხმოება მოხდა.

თუმცა მოგვიანებით მან განაცხადა, რომ არ იცის ვინ ესროლა პიცა.

წყარო: dailymail
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
22 ოქტომბერი 2014 15:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
როგორ მომენატრა ჩვენი ბაბუ :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2014 16:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მევასება ვენგერი და ჯერ არამგონია სადმე წასვლას აპირებდეს. ალბათ კიდევ დარჩება რამდენიმე წელი მაგრამ არამგონია რაღაც ფერგის რკორდი მოუხსნას და ეგეც 26 წელი გაჩერდეს
0
№3
ავტორი: RedTeen
22 ოქტომბერი 2014 18:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
რა მწარე ენა ქვს.. wink ნამდვილი ეშმაკია am love
0
№4
ავტორი: RojoDiablo
22 ოქტომბერი 2014 19:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გამორიცხული რა თქმ უნდა არ არის, მაგრამ ჯერ მანამდე დიდი დროა. მე რომ ვენგერის ადგილზე ვიყო მარტო იმის გამო არ წავალ, რომ ფერგის გავასწრო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
22 ოქტომბერი 2014 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ფერგიუსონი ყოველთვის ყველაზე დიდებული იყო და იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top