თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2014, 07:46
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1830,
კომენტარები: 8
დი მარიას და ერერას თამაში საეჭვოა
"ჩელსისთან" მატჩს "იუნაიტედი" შესაძლოა დანაკლისით შეხვდეს
დი მარიას და ერერას თამაში საეჭვოა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ანხელ დი მარია "ჩელსისთან" გასამართი შეხვედრისთვის მწყობრში იქნება.

არგენტინელმა ვინგერმა ორშაბათს გამართული მატჩის მიმდინარეობისას ბარძაყის არეში ტკივილი იგრძნო, რაც საბოლოოდ გახდა მიზეზი 76-ე წუთზე შეცვლისა. დი მარია რამდენიმე დღეში გაივლის სკანირებას რის შემდეგაც უკვე დაზუსტებით გახდება ცნობილი შეეძლება თუ არა მას კვირას მოედანზე გასვლა.

26 წლის ანხელი ფანტასტიურ ფორმაშია მას შემდეგ რაც მან მადრიდი დატოვა, მის ანგარიშზე სამი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, რომელთაგან 1 სწორედ "ვესტ ბრომთან" გააკეთა, როდესაც ზუსტი პასით მოამარაგა მარუან ფელაინი.

არგენტინელის ინდივიდუალური მაჩვენებლების მიუხედავად გუნდი უკვე 10 ქულით ჩამორჩება პრემიერ ლიგის ლიდერს, "ჩელსის".

დი მარიას და ერერას თამაში საეჭვოა

რაც შეეხება ესპანელ ნახევარმცველს, მისი მდგომარეობა უფრო მძიმეა და სავარაუდოდ გამოტოვებს მატჩს ლონდონელთა წინააღმდეგ.

ანდერ ერერა მეორე ტაიმის დასაწყისშივე სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან იგრძნო ზურგის ტკივილი და შეგახსენებთ რომ მან ტრამვა "ვესტ ჰემთან" მატჩში მიიღო, თავდაპირველად იგი 6 კვირით გაგზავნეს ლაზარეთში, მაგრამ 3 კვირის შემდეგ ანდერმა ექიმებთან შეთანხმებით გადაწყვიტა რომ შეეძლო კლუბის დახმარება.

როგორც წინასამატჩო ინტერვიუებში იწერებოდა, 25 წლის ფეხბურთელი გამაყუჩებლით გავიდა მოედანზე, რამაც საბოლოოდ მაინც გამოიწვია დისკომფორტი და ტკივილი.

საბოლოო პასუხი შუა კვირაში გახდება ცნობილი. "იუნაიტედს" უკვე აქვს დიდი დანაკლისი უეინ რუნის სახით და ამ ორი წამყვანი მოთამაშის გამოკლებაც აშკარად დაეტყობა გუნდს.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 ოქტომბერი 2014 07:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუ კი ანდერის გარეშე თამაში შეგვიძლოია, დი მარიას გარეშე გუნდი სულ სხვა ჩანს. არ ვიცი რა გვეშველება რომ ვერ ითამაშოს ან ტრავმით ითამაშოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
22 ოქტომბერი 2014 08:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Shabats vidzineb orshabatamde ar vigvidzeb :/ ra ubeduroba dagvtrialebs tavs ra ari -_-moyesma dagvwyevla
0
№3
ავტორი: DiMaria
22 ოქტომბერი 2014 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არ უნდა დაეყენებინა ერერა. არასწორი გადაწყვეტილება იყო ძალით თამაში ქვია მაგას
0
№4
ავტორი: chudikone
22 ოქტომბერი 2014 10:11
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სულ სხვა ერერა ვნახეთ ჩვენ გუშინწინ. აშკარად აწუხებდა ტრავმა, თორე გაცილებით ჭკვიანურად თამაშობს ხოლმე, მსიამოვნებს მისი თამასის ყურება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2014 10:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დი მარია თუ მართლა არ იქნება არ ვიცი შეტევას რა ეშველება
0
№6
ავტორი: Mufc7
22 ოქტომბერი 2014 11:04
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სულ არ გამოეყვანა ერერა ჯობდა და დალოდებოდა ტრამვის მოშუშებას... დი მარია იმედია იქნება,თორე :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Rosso Diavolo
22 ოქტომბერი 2014 14:49
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბევრგან დაიწერა რო შეძლებდა თამაშს. რავიცი რა ძალიან გაგვიჭირდება
0
№8
ავტორი: RedTeen
22 ოქტომბერი 2014 18:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
თითქმის ამ ორის გარდა ისედაც არავინ არაფერს არ აკეთებს, ერერას წინა თამაშზე ტრავმა აწუხებდა და გასაგებია რატომაც ჩაუვარდა თამაში, მაგრამ დი მარიაც თუ გამოეთიშება რა უნდა გვეშველოს???
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top