თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2014, 21:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1483,
კომენტარები: 4
ფერგიუსონი: "ვან გაალი კარგი არჩევანია"
სერ ალექს ფერგიუსონის წიგნის მეორე ნაწილი.
ფერგიუსონი:
სერ ალექს ფერგიუსონს სჯერა, რომ ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს" სათანადოდ გაუძღვება და ჰოლანდიელს "შესანიშნავ" ფიგურად მოიხსენიებს.

"იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ვან გაალის ხილვა სიამოვნებს, რომელსაც "ულტრა პროფესიონალს" უწოდებს.

დევიდ მოიესის დანიშვნაში ფერგიუსონმა თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ახლა მიაჩნია, რომ გასული წლის რთული სეზონის შემდეგ ვან გაალის დანიშვნა გამართლებულია.

"ლუი არის იმ ტიპის მწვრთნელი, რომელთაც მენეჯერთა მწვრთნელს ვუწოდებ. ის ერთ-ერთი ულტრა-პროფესიონალია. ერთი სიტყვით რომ ვთქვა - "შესანიშნავი".

"ფეხბურთი მისი ცხოვრებაა. სადაც კი წვრთნიდა, მისი ფეხბურთელები მისგან სწავლობდნენ. ის კარგი არჩევანია."
- წერს ფერგიუსონი თავის წიგნში.

სერ ალექსი გიგზის დანიშვნასაც შეეხო და მიაჩნია, რომ ვან გაალი რაიანს მწვრთნელობას ასწავლის, გიგზი კი კლუბის სიდიადის შეცნობაში დაეხმარება ჰოლანდიელს.

ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული ხშირად ესწრებოდა "იუნაიტედის" თამაშებს წინა წელს, რაზეც ამბობდნენ, რომ ფერგიუსონი მოიესზე დიდ ზეწოლას ახდენდა.

"მე "იუნაიტედის" მწვრთნელი საუკეთესო 27 წლის განმავლობაში ვიყავი და ახლა დირექტორის რანგში ქომაგები ავტოგრაფებს მთხოვენ."

გასულ სეზონში მეშვიდე ადგილის დაკავების შემდეგ ფერგიუსონი თვლის, რომ მომდევნო წლებში ტიტულისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბული იქნება.

სერ ალექსი "ლივერპულის" მიერ ტიტულისთვის ბრძოლას ბრწყინვალეს უწოდებს, თუმცა "მანჩესტერ სიტის" კიდევ ერთხელ გაჩემპიონებაში ეჭვი ეპარება.

"სიტი", რომელიც ამჟამად 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ჩელსის", გასულ წელს "ლივერპულის" მიერ "ჩელსისთან" და "კრისტალ პალასთან" ვერ მოპოვებული წარმატების გამო გახდა ჩემპიონი.

ფერგიუსონი იხსენებს 2012 წელს, როცა "სიტიმ" "იუნაიტედს" ჩემპიონობა მხოლოდ ბურთების სხვაობის უკეთესი მაჩვენებლის გამო წაართვა და ამით იგი "ქალაქელების" სისუსტისკენ მიგვითითებს.

"ეჭვი არ არსებობს, რომ "სიტიმ" მოთამაშეთა საუკეთესო ჯგუფი შეკრა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოკლე პერიოდში ორჯერ მოიგეს ლიგა, ჩნდება კითხვა: "რატომ მოხდა ასე?"

წყარო: dailymail
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 ოქტომბერი 2014 13:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დღეს გამოდის გაყიდვაში ამის წიგნი და ჩვენთან როდის ჩამოვა ნეტა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2014 17:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესის გაშვების შემდეგ ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, გამოცდილი და კარგი მწვრთნელის მოყვანა
0
№3
ავტორი: AkkRed
23 ოქტომბერი 2014 23:19
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Fergi ra dzaan magari kaci xar da rogor aklixar gverdit xaztan gawitlebuli da gabrazebuli saxit dgoma unitedis tamashis dros :(
0
№4
ავტორი: DiMaria
24 ოქტომბერი 2014 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ამის წიგნის მეორე ნაწილი იფრო ნაკლებად საინტერესო იქნება ალბათ, მაგრამ უინტერესო არც ეგ იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top