რა გვასწავლა "ვესტ ბრომთან" მატჩმა.
მანჩესტერ იუნაიტედმა ორშაბათს საღამოს გამართული მატჩით გაუშვა შანსი, რომ ისევ დაბრუნებულიყო ოთხეულში.
"შაშვებს" ქულები სჭირდებოდათ, რადგან სატურნირო ცხრილში უფრო მაღალი ადგილი "დაეჯავშნათ", ისინი ორჯერ გავიდნენ წინ, მაგრამ მარუან ფელაინისა და დეილი ბლინდის გასროლების შედეგად მხოლოდ ქულას დაჯერდნენ.
აი რა გვასწავლა ამ თამაშმა:
ფალკაო მხოლოდ ფრენამ გადაღალალუი ვან გაალმა თავისი ერთერთი ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, რისი მიზეზიც რადამელის მიერ შუა კვირაში კოლუმბიის შემადგენლობაში ჩატარებული მატჩი გახლავთ. გადაღლილი ფეხების მქონე სამხრეთ ამერიკელის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდა ადნან იანუზაი გამოჩნდა, რომელსაც თავის გამოჩენის დროც და საშუალებაც ჰქონდა.
ფალკაო მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს გავიდა მინდორზე და მხოლოდ მცირე ხიფათის შექმნა მოასწრო: მის აქტიურობას მოჰყვა ვან პერსის დარტყმა, რომელიც ძელს მოხვდა.
"იუნაიტედის" დაცვას ღრმად სძინავს და ვერ ფხიზლდება თუ ფალკაო ფრენისგან იყო დაღლილი, "იუნაიტედის" დაცვის ხაზი ღრმად თვლემდა, განსაკუთრებით პირველ 15 წუთში და გამორჩეულად ლუკ შოუ.
30 მილიონიანი ახალგაზრდა გამუდმებით იჩაგრებოდა ანდრე ვისდომის და ჯეიმს მორისონის მიერ.
პირველი გოლი სწორედ ვისდომის გარბენს მოჰყვა, ამ ეპიზოდში ლუკ შოუ არ იყო თავის პოზიციაზე და ანდრესს საკმარისი დრო და სივრცე ჰქონდა, რომ ზუსტი პასი გაეკეთებინა.
ხოლო რაც შეეხება "ვესტ ბრომის" მეორე გოლს, აქ უკვე "ლომის წვლილი" ფილ ჯონსმა შეიტანა, მისმა არასწორმა მოქმედებამ დიდი სივრცე შექმნა, რაც ბერაჰინომ კარგად გამოიყენა.
D'oh Maria არგენტინელი ვინგერი შეუდარებელ ფორმაშია, მას შემდეგ რაც "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა, მაგრამ "ჰოუტორსნზე" კარგი პერფორმანსის წარმოდგენა ვერ მოახერხა.
ანხელი, ლუი ვან გაალმა მარცხენა ფლანგზე გაამწესა და იგი ხუან მატასთან და ადნან იანუზაისთან ერთად ტრიოს ქმნიდა ვან პერსის ზუსგს უკან, მაგრამ მისმა ჩაწოდებებმა და დარტყმებმა ისეთი შედეგი ვერ გამოიღო, როგორც ეს წინა შეხვედრებში ხდებოდა.
მის წინ, როგორც პალმები ისე იყო აღმართული "ვესტ ბრომის" დაცვა და ამიტომ მხოლოდ ერთხელ მიაღწია მისმა დარტყმულმა ბოაზ მაიჰილამდე.
მეორე ნახევრის დასაწყისშივე მის აქტიურობას და ჩაწოდებას მოჰყვა გოლი. მატჩის დასრულებამდე 14 წუთით ადრე ის ეშლი იანგმა შეცვალა.
მარუან ერთგული 
დიდ ბელგიელს არცთუ კარგი დროება დაუდგა, მას შემდეგ რაც "ევერტონიდან" "მანჩესტერში" გადავიდა. იგი იყო პირველი შენაძენი რომელიც დევიდ მოიესმა განახორციელა.
თვეები გავიდა და ნათელი იყო რომ მას რეგულარულად თამაში არ მოუწევდა, მაგრამ მარუანი არ დანებდა და ელოდებოდა თავის შანსს.
1-0, ასეთი ანგარიში იყო მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც ფელაინი მოედანზე გამოჩნდა და მას მხოლოდ 3 წუთი დასჭირდა იმისთვის რომ პირველი გოლი გაეტანა იუნაიტედის მაისურით (ოფიციალურ შეხვედრებში), მისი დარტყმული უბრალოდ უბადლოდ შესრულებლი იყო.
მატა შანსს ვერ იყენებსუეინ რუნის არ ყოფნამ მატას საშუალება მისცა დაამტკიცოს თუ რატომ უნდა ითამაშოს ყოველკვირეულად. მაგრამ მას ვერ იყენებს. მატა თამაშობს თავისთვის საყვარელ პოზიციაზე, მაგრამ "ევერტონისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ შეხვედრაში მატჩზე ვერავითარი გავლენა ვერ იქონია.
სავარაუდოდ მატა "ჩელსის" წინააღმდეგ კიდევ ერთ შანსს მიიღებს რუნის არ ყოფნის გამო. მაგრამ ამ დროისათვის რუნის დაბრუნებისთანავე აქვს გარანტირებული ძირითადში ადგილი.
წყარო:
mirror.co.uk