მიუხედავად იმისა, რომ "წითლები" "ჰოტორნსიდან" იმედგაცრუებულნი დაბრუნდნენ, რაც "ვესტ ბრომთან" ერთადერთი ქულის აღებით იყო განპირობებული იანგს მიაჩნია, რომ გუნდი საკუთარი თავისადმი რწმენას არ კარგავს.
"პოზიტივი უნდა დაინახო. ისინი დაწინაურდნენ, როცა ჩვენ ცუდად ვთამაშობდით, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვედით და თამაშში დავბრუნდით. პოზიციურობისა და საგოლე მომენტებისგან პოზიტივს ვიღებთ."
"საკუთარ თავს ვუთხარით, რომ მეორე ტაიმი უკეთ უნდა დაგვეწყო და თამაშში უნდა დავბრუნებულიყავით, რაც ფელის გოლით მოვახერხეთ, რომელიც ფანტასტიური გამოდგა. გვინდოდა ამას ჩავჭიდებოდით და ისე ჩანდა, თითქოს ერთადერთი გუნდი ცდილობდა სამი ქულის მოპოვებას - ამიტომაც ხედავთ ჩვენი გუნდის რიგებში ესოდენ მრავალ იმედგაცრუებულ სახეს მატჩის შემდგომ."
"წინ "ჩელსისა" და "სიტისთან" ურთულესი შეხვედრები გველის, მაგრამ მათ თავდაჯერებულნი ვხვდებით და გვჯერა, რომ ამ მატჩებში ქულების აღებას შევძლებთ."
"ვესტ ბრომთან" გამართული შეხვედრა იანგისთვის პირველი გამოდგა აგვისტოს შემდეგ და ეშლი მოხარულია, რომ გუნდის დახმარების საშუალება ეძლევა.
"თითოეული ფეხბურთელისთვის იმედის გაცრუებაა ტრავმის მიღება, მაგრამ მე დავბრუნდი და ახლა მხოლოდ წინ ვიხედები. უკან არასდროს გავიხედავ. მე მხოლოდ მინდა საუკეთესოდ ვითამაშო. მწვრთნელმა მაჩვენა, რომ ჩემი სჯერა და მინდა გავიდე და ვითამაშო."