"ვესტ ბრომვიჩ ალბიონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება ძალიან რთულად გასარჩევია. თავში ტრიალებს აზრი: "რა იყო ეს?" ერთი მხრივ, გუნდი 60 წუთში არ მომკვდარა და მთელი მატჩის განმალობაში საჭირო ტემპით ითამაშა, მეორე მხრივ - შეტევა სუსტად გამოიყურებოდა.
შეცდომები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩვეული სურათი, როცა ცხრილის ქვედა ნაწილში მდებარე გუნდებს ეთამაშება. პრინციპი "ერთი დარტყმა - ერთი გოლი" უსათუოდ მუშაობს. თუნდაც "ლესტერი" გაიხსენეთ თავისი 5 დარტყმით.
რთულია იმის თქმა, ვითარებიდან გამომდინარეა (ყოველ ჯერზე დაცვის სხვადასხვა შემადგენლობა) თუ უფრო სერიოზული პრობლემა კლასით დაბალ გუნდებთან, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მოწინააღმდეგის თითოეული დარტყმა გოლად გარდაისახება.
ამ განყოფილებაში ჩვეულებრივ მთელი მატჩის განმავლობაში არსებულ სახიფათო მომენტებს განვიხილავთ, მაგრამ ამჟამად მხოლოდ ორი გოლი გვაქვს. დიდწილად, "ვესტ ბრომვიჩს" არაფერი გაუკეთებია და არც სტანდარტული მდგომარეობები წარმოადგენდა ხიფათს, როგორც "ევერტონისა" და "ვესტ ჰემის" შემთხვევაში.
ორი მომენტი, ორი გოლი. გასაოცარია. სალამი "ქპრ"-ს "ლივერპულთან" შეხვედრაში. მე-8 წუთი. სესენიონის გოლი
მატჩის მსვლელობისას გაშვებული გოლი ბევრმა ლუკ შოუს დააბრალა. მე ასეთი კატეგორიული ვერ ვიქნებოდი. შოუ პოზიციის მიხედვით თავის შემტევ ფეხბურთელზე ახდენდა ზეწოლას. მაღლა - რადგან პასი "ვესტ ბრომის" კარიდან გაკეთდა და დაცვის ხაზიც მაღლა იდგა. პოზიციურად შოუ იქ იმყოფებოდა, სადაც საჭირო იყო.
შემდეგ, შოუ ფლანგზე გაკეთებული პასის ხარჯზე მოატყუეს. არც ამაშია რაიმე საშინელი. ყველგანმყოფი ბლინდი მშვიდად აზღვევდა თანაგუნდელებს, დი მარიაც მზად იყო დასახმარებლად და შოუც ის-ის იყო მთელი ძალით ბრუნდებოდა.
მრავალი ნეგატიური კომენტარი გაკეთდა შოუს მისამართით და ბლინდსაც კი შეხვდა "სინელის" გამო. მაგრამ მსგავსი რამ მატჩის მსვლელობისას არაერთხელ ხდება. მოთამაშე თავისუფალ ფლანგზე ბურთთან ერთად აღმოჩნდა - სრულიად ბუნებრივი სათამაშო მომენტი, რომელიც არავითარ ხიფათს არ მოასწავებდა, რომ არა როხოს მიერ შერჩეული ცუდი პოზიცია.
ყურადღება მიაქციეთ, როხო ყურადღებით აკვირდება მოთამაშეს. უკან დაბრუნებისას ორჯერ შეხედა მას. შესაბამისად მარკოსმა განზრახ დატოვა ასეთი სივრცე და თავდამსხმელს ზონა დაუტოვა.
არ ვიცი სად მიეჩქარებოდა როხოს, მაგრამ ნათელია, რომ მოწინააღმდეგე დასარტყმელ პოზიციაზე მარტო აღმოჩნდა.
65-ე წუთი. ბერაჰინოს გოლი.
ამ გოლის გარჩევისას ჭეშმარიტ გაოცებას განიცდი, თუ რატომ არ ვუშვებთ 5-6 გოლს ასეთი ცენტრალური დაცვის ფონზე.
მოდით თანრიგით მივყვეთ.
აღვნიშნოთ ფელაინი - ის ფლანგზე აღმოჩნდა, რადგან უფრო ადრე მოწინააღმდეგეზე პრესინგს ახორციელებდა და შეტევიდან ბრუნდებოდა. მისი მოქმედება და პოზიცია სრულიად გამართლებულია. მოცემულ ეპიზოდში მისი დავალება: ცენტრალურ ზონაში დაბრუნება და სივიწროვის შექმნა გახლავთ.
ყურადღება მიაქციეთ დი მარიას. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ რგოლში მოწინააღმდეგე ფეხბურთელი დგას, ანხელი მას უარყოფს და ფლანგზე ნაბიჯებით ბრუნდება. ალბათ გადაწყვიტა, რომ ეს ფეხბურთელი ფელაინის საზრუნავია.
ფლანგზე იანუზაი და რაფაელი თითქოს აკონტროლებენ სიტუაციას. ხიფათს არაფერი მოასწავებს.
სამ წამში სიტუცია კარდინალურად იცვლება. იანუზაიმ თავის ფეხბურთელს არ შეუშალა ხელი, წინ გაუშვა და ბურთი მიაღებინა.
მოედნის ცენტრშიც ასევე მოხდა. ყურადღება მიაქციეთ ფელაინის - სამ წამში მხოლოდ ორი ნაბიჯი გადადგა. დი მარიაც ნაბიჯებით აგრძელებს ფლანგზე გადასვლას.
შეგიძლიათ მომქაჩოთ და მითხრათ: ეს ხომ ბლინდის ზონაა, რატომ არ იჭერს ფეხბურთელს?
ამ მომენტში მოედნის ცენტრში აღმოჩნდა დი მარია, რის გამოც ბლინდს მისი მხარდაჭერის იმედი მიეცა და მის წინ მდებარე ორ ფეხბურთელზე ბურთის გადაწოდებას აკონტროლებდა. თუ კი ცენტრალურ რგოლში მყოფი ფეხბურთელის დაფარვას მოინდომებდა "ვესტ ბრომის" ფეხბურთელებს ძალიან დიდ თავისუფლებას მიანიჭებდა.
გამოდის ბლინდი დი მარიას დაეყრდნო, დი მარია ფელაინის, შედეგად კი მოედნის ცენტრში მდებარე ფეხბურთელი მარტოდმარტო დარჩა.
გავიდა კიდევ ორი წამი. ფელაინი ცენტრალურ რგოლამდე შედის, მაგრამ ეს არავითარ სარგებელს არ იძლევა. სესენიონამდე ჯერ კიდევ 7 ფელაინური წამია. ბლინდი თავის ორ ფეხბურთელს ტოვებს და იანუზაის მოწინააღმდეგესთან მიდის. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ 5 წამში ფეხბურთელები, რომელთაც ეპიზოდში აქტიურად უნდა მიეღოთ მონაწილეობა (იანუზაი, ფელაინი, დი მარია) თითქმის არ განძრეულან ადგილებიდან.
მაგრამ დავუბრუნდეთ ცენტრალურ ზონაში მყოფ ფეხბურთელს. მოცემულ მომენტში სესენიონზე ზეწოლის მოხდება ჯონსმა გადაწყვიტა, სურდა პრესინგი განეხორციელებინა და მოედნის ცენტრში ბურთის მფლობელი მოწინააღმდეგისთვის სიმშვიდის საშუალება არ მიეცა. ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ცენტრალური მცველები აშშ-ს ტურნეს დროიდან მოყოლებული ასე თამაშობენ. ხშირად ვხედავდით, თუ როგორ მიიწევდა ბლეკეტი წინ, პრესინგს ახორციელებდა ბურთის მფლობელ ფეხბურთელზე და თავისუფლებას უზღუდავდა.
და საფინალო სტადია, როხო-ბერაჰინო. ყურადღება მიაქციეთ, რომ მთელი ეპიზოდის განმავლობაში ჯონსი არც ერთხელ არ დაინტერესებულა ბერაჰინოთი და იგი როხოს ჩააბარა. მარკოსის პირდაპირი დავალება იყო "ვესტ ბრომის" თავდამსხმელისთვის თვალის დევნება.
გადის ერთი წამი და ბერაჰინო როხოს რამდენიმე მეტრით შორდება. რთულია იმის თქმა, თუ როგორ მოხდა ეს. სესენიონი და ბრანტი კედლის გათამაშებით ატყუებენ ბლინდს, შემდეგ კი შესანიშნავი პასი კეთდება ერთი-ერთზე.
კარაგერის აზრი მეორე გოლის თაობაზე
Sky Sports-ის სატელევიზიო გადაცემაში MNF, კარაგერმა გოლი ბლინდს დააბრალა და დი მარიას ისარი ფლანგისკენ მიუთითა. რატომ არ დაუხატა ისარი ფელაინის, გაუგებარია.
კარაგერი ასევე თვლის, რომ როხომ არასწორი პოზიცია შეარჩია, რასაც მოჰყვა გოლი. ყურადღება მიაქციეთ კარაგერის მიერ როხოსა და შოუსთვის შერჩეულ პოზიციებს.
ხედვის ორი სხვადასხვა წერტილი და არც ერთ მათგანში არ ფიგურირებს ჯონსი, როგორც პირველი დამნაშავე.
***
რა თქმა უნდა, მეორე გოლში მთელი გუნდი კარგია, მაგრამ მხოლოდ როხოს ქცევა ვერ პოულობს ლოგიკურ ახსნას. რატომ რჩება მის მიერ აყვანილი ფეხბურთელი სრულიად მარტო?
მეჩვენება, რომ ჯონსი-ბლეკეტის ან ჯონსი-სმოლინგის წყვილი გაცილებით პერსპექტიულად გამოიყურება და შესაძლოა დიეგო კოშტასთვის მაკნეირი უკეთესი ვარიანტი იყოს. როხო ვერ უმკლავდება, პოზიციის შერჩევას ვერ უმკლავდება.
ხუან მატა
რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს მატა, რთულია იმის თქმა, რომ ეს მატჩი საუკეთესო იყო მის კარიერაში.
არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე დიდი ხნის განმავლობაში ვერაფრით მივხვდი, თუ რა როლი ეკისრება მატას მოედანზე. ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს ვან გაალმა სერიოზულად გადაწყვიტა გადაწყობის განხორციელება და პირველ წუთებში მატა ერერას უკან დგებოდა. თითქოს არც მატას ესმის კარგად, თუ რა სურს ვან გაალს მისგან.
რთული სიტუაციაა - ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ხუანი რუნის დაბრუნების შემდეგ სკამზე აღმოჩნდება.
ანხელ დი მარია
დი მარიას ცუდი მატჩი="იუნაიტედის" ცუდი მატჩი.
"იუნაიტედის" შეტევა დიდწილად სუსტად გამოიყურებოდა. მატჩის უმეტესი ნაწილი მიმდინარეობდა სქემით: მიეცი დი მარიას, ის ბრძოლაში ჩააწვდის.
მიუხედავად ყოველივე ამისა, სწორედ დი მარიამ მისცა საგოლე გადაცემა ფელაინის.
პეპლის ეფექტი
თუ გნებავთ სულელად ჩამთვალეთ, მაგრამ პირველ გოლში დი მარიასაც მიუძღვის ბრალი. მისმა მოუფრთხილებელმა პასმა ბურთის დაკარგვა გამოიწვია, რასაც მოჰყვა ის, რაც მოჰყვა.
ხანდახან ვის აძლევს პასს და ვის უწვდის დი მარია ერთი დიდი გამოცანაა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს კრიშტიანუ რონალდუსთვის გამიზნული რეფლექტური გადაცემებია. მაგრამ ჯერ რონალდუ არ გვიყიდია და დი მარიას მოუწევს თავისი გადაცემები "იუნატედის" ფეხბურთელებს მიაწოდოს. სწორედ ეს გვაკლია.
საბოლოოდ
მატჩის დროს ინტერნეტში ხშირად ჩნდებოდა უწმაწური და ბოროტული გამონათქვამები ვან პერსის, მატას, ჯონსისა და ვან გაალის მისამართითაც კი. მინდა ასეთ ქომაგებს მოვუწოდო სტატიას გაეცნონ, ჩვენ კი გუნდს მივუბრუნდეთ.
"იუნაიტედი" დიდი ხნის განმავლობაში პირველად ავლენს ხასიათს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ თითქმის არაფერი გამოდიოდა, ბიჭებმა შესანიშნავი "ფერგი-თაიმი" გვიჩვენეს. მთელი სეზონის განმავლობაში ვუყურებდით თუ როგორ იგებდნენ ჩვენი კონურენტები უკანასკნელ წამებზე, ჩვენ კი დაგვავიწყდა რას ნიშნავს ეს გრძნობა. თუ კი "იუნაიტედი" პირველად გაუშვებდა, ეს ნიშნავდა, რომ დამარცხებოდა. სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა.
პრობლემა რა თქმა უნდა ბევრია და "ჩელსისთან" შეხვედრამ შესაძლოა უფრო მეტიც გვაჩვენოს, მაგრამ ჩემის მხრივ მინდა ვთქვა, რომ გარდაუვალობის გრძნობა გაქრა.
მიეცით დრო მწვრთნელს, მიეცით დრო ახალ ფეხბურთელებს. ეს დიდი მშენებლობაა, რომელიც ადვილი არ იქნება.