თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2014, 08:52
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2105,
კომენტარები: 7
"ვესტ ბრომვიჩი" – "მანჩესტერ იუნაიტედი" 2–2 (მიმოხილვა)
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა
ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის დასკვნითი შეხვედრა "ჰაუტორნსზე" გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ვესტ ბრომვიჩმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღო. მანჩესტერელებს ქულა ბლინდის ბოლო წუთებზე გატანილმა გოლმა მოუტანა. მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე გახსნეს ანგარიში. უისდომმა მშვენივრად ითამაშა და კარგი გადაცემა გაუკეთა სტეფან სესენიონს, რომელმაც დიდებული გოლი გაუტანა დავიდ დე ხეას. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, თუმცა პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარი "წითელმა ეშმაკებმა" აქტიურად დაიწყეს, რასაც შეცვლაზე შემოსული მარუან ფელაინის დიდებული გოლი მოჰყვა 48-ე წუთზე. ამის შემდეგ ვან გაალის შეგირდებმა კიდევ უფრო შეუტიეს, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. ბრანტმა შესანიშნავი გადაცემით ერთიერთზე დატოვა ბერაჰინო, რომელმაც დე ხეა მეორედ დაამწუხრა 66-ე წუთზე. დეილი ბლინდმა 87–ე წუთზე მოახერხა წონასწორობის აღდგენა და "იუნაიტედს" ქულა მოუტანა. ეს ჰოლანდიელის პირველი გატანილი გოლი გახლდათ "იუნაიტედის" მასურით.

"ვესტ ბრომვიჩი" – "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 სესენიონი (8), 1:1 ფელაინი (48), 2:1 ბერაჰინო (66), 2:2 ბლინდი (87).
გაფრთხილებები: მორისონი – ბლინდი, როხო
მსაჯი: მაიკლ დინი

"ვესტ ბრომვიჩი" (4-2-3-1): მაიჰილი, ლესკოტი, დოუსონი, პოცონიოლი, უისდომი, მორისონი, გარდნერი, ბრანტი, დორანსი, სესენიონი (მულუმბუ 86), ბერაჰინო.

მწვრთნელი: ალან ირვინი

"მანჩესტერ იუნაიტედი" (4-1-4-1): დე ხეა, როხო, ჯონსი, რაფაელი, შოუ, ბლინდი, ერერა (ფელაინი 46), მატა (ფალკაო 72), იანუზაი, დი მარია (იანგი 76), ვან პერსი.

მწვრთნელი: ლუი ვან გაალი


მიმოხილვები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
21 ოქტომბერი 2014 21:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
bbc თუ ვნახე მაგასაც დავდებ
0
№2
ავტორი: love united
21 ოქტომბერი 2014 22:00
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა ქულებს ვკარგავთ, იმენა არასტაბილური გუნდი ვართ areyoukiddingme
0
№3
ავტორი: Wardell
21 ოქტომბერი 2014 22:13
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ არადა ამაზე მაგარ კალენდარს ვერც იოცნებებდი პროსტა პირველი 8 ტურიდან 24 თუ არა 22 ქულა მაინც უნდა აგვეღო და :/
0
№4
ავტორი: RojoDiablo
21 ოქტომბერი 2014 22:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გასვლაზე საშინლად გამოვიყურებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
22 ოქტომბერი 2014 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან არ მსიამოვნებს ამდენი მომენტის ხილვა და მაინც ფრე. ამიტომ არ ვუყურებ
0
№6
ავტორი: Mufc7
22 ოქტომბერი 2014 11:14
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყოველ მომდევნო თამაშს უფრო იმედით ველი,მაგრამ ძალიან ძნელია,როცა იმედი გიცრუვდება... იმედია, "ჩელსის" ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ,წაგება ძალიან არ მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: RedDevil Mesxo
22 ოქტომბერი 2014 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მართალია რომ ჩვენ ძალიან ცუდი ქულები გვაქ ამ შემთხვევაში მაგრამ იმედს არ დავკარგავთ მანჩესტერის ფანები ! ეხლა ამჟამინდელი მოგება ჩელსისთან ჩვენ ძალიან გვჭირდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top