ლუკ შოუ გამოტყდა, რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ არ უჩვენებია.
"ვესტ ბრომვიჩთან" გამართული შეხვედრა შოუსთვის მხოლოდ მესამე გამოდგა "იუნაიტედის" რიგებში.
სეზონის სტარტზე ლუი ვან გაალი ახალგაზრდა მცველის ფიზიკურ ფორმას აკრიტიკებდა და ნათელია, რომ ლუკს ჯერ კიდევ არ მიუღწევია ფორმის პიკისთვის.
"გულშემატკივარს ჯერ არ უნახავს ჩემი საუკეთესო თამაში. ვიცი, რომ მთელი ჩემი პოტენციალი არ მიჩვენებია და ხალხი ამას ხედავს. ძალიან ვცდილობ და მხოლოდ მიჩვევა მჭირდება."
"ჩემ მსგავს ახალგაზრდა ფეხბურთელს ყოველთვის უჭირს მსგავს კლუბში თამაში, მაგრამ ფორმას მალე ავკრეფ და საუკეთესო თამაშის ჩვენებას დავიწყებ."
"ვერ ვიტყვი, რომ საშინლად გამოვიყურებოდი, მაგრამ ვიცი, რომ მეტი შემიძლია. მე უკეთ უნდა ვითამაშო. "მანჩესტერ იუნაიტედში" მოვედი და ვიცი, რასაც ელოდებიან ჩემგან. ბეჯითად ვირჯები და ამას თავისი შედეგები მოჰყვება."