"მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ცდილობენ გადმოიბირონ მარიო გიოცე. "მეთოფეების" თავკაცმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ის ყველა ღონეს იხმარდა გიოცეს ხელში ჩასაგდებად. თუმცა საქმე არც ასე მარტივად არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ "მეთოფეებს" გერმანელში ეცილება "მანჩესტერ იუნაიტედი" და სერ ალექსს, ისევე როგორც ფრანგ სპეციალისტს გადაწყვეტილი აქვს იყიდოს მარიო და მასში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა რჩება მთავარი, აპირებს თუ არა დათმოს იურგენ კლოპმა მარიო გიოცე, მას შეუძლია დიდი ზეგავლენის მოხდენა საკუთარ ფეხბურთელებზე... "მე არ ვაპირებ დავთმო "დორტმუნდის" არც ერთი ფეხბურთელი" - განაცხადა კლოპმა გერმანულ "ბილდთან" ინტერვიუში... როგორც, "დეილი მეილი" იტყობინება, მარიოს ხელში ჩასაგდებად იბრძოლებს სამეფო კლუბიც, "რეალ მადრიდის" სახით. ასე, რომ სერ ალექსი აპირებს იბრძოლოს მარიოსთვის და ხელში ჩაიგდოს ამომავალი ვარსკვლავი. თუ სერ ალექსი ვერ იყიდის გერმანელს, მაშინ მას მოუწევს გადართვა კვლავ უესლი სნეიდერზე, რომელიც ასევე სასურველია მისთვის და "იუნაიტედისთვის". მანჩესტერულმა კლუბმა ერთხელ უკვე იყიდა დორტმუნდელებისგან ფეხბურთელი, იაპონელი შინჯი კაგავა, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია.