ლივერპულის ყოფილი მცველი და ახლა უკვე ფეხბურთის ექსპერტი, ჯეიმი კარაგერი აცხადებს, რომ მას როგორც ადრე არასდროს გაუხარდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ გატანილი გოლი "ვესტ ბრომის" კარში და ამის მიზეზი იყო მარუან ფელაინი.
"ეს არ იყო მანჩესტერელი ფელაინი, ეს იყო ჩრდილი "ევერტონიდან", რომელსაც ჩვენ ასე შეჩვეულები ვიყავით და დიდი ხანია არ გვინახავს. აი სწორედ ასე უნდა გაიტანო."
"შესაძლოა მე ეს არასდროს მითქვამს აქამდე, მაგრამ მე ვიყავი გახარებული, როდესაც "იუნაიტედმა" გაიტანა. "ევერტონში" ის ფანტასტიურად მოქმედებდა, უბრალოდ ანადგურებდა ყველას ვინც წინ ხვდებოდა. "
"როდესაც იგი მკერდზე ბურთს იღებს მისი შეჩერება უკვე წარმოუდგენელია. შეიძლება იგი არ ჯდება "მანჩესტერის" ახლანდელ სქემაში, მაგრამ იგი ძალიან ეფექტურია მინდორზე."
"მე მას ვუთანაგრძნობ, მწვრთნელი რომელმაც იგი ახალ კლუბში მიიყვანა დაითხოვეს, ამიტომ კრიტიკის ქვეშ ფეხბურთელები მოხვდნენ. დარწმუნებული ვარ მარუანი აუცილებლად გამოადგება ვან გაალს."- დაასრულა კარაგერმა.