მიუხედავად იმისა, რომ "ჰოტორნსზე" გამართული შეხვედრიდან "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთი ქულით დაბრუნდა, დეილი ბლინდს მიაჩნია, რომ თამაშში პოზიტივი შეინიშნებოდა.
ბლინდი, რომელმაც ვან გაალის შეგირდებს შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით ერთი ქულა მოუპოვა თანაგუნდელების მიერ ბურთის დაჭერამ და კრეატიული ნაპერწკლის გაღვივებამ მოხიბლა, თუმცა დაცვას მახვილგონიერებისკენ მოუწოდებს.
"საბოლოოდ შესაძლოა ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ ერთი ქულით, მაგრამ მე არ ვარ. კარგად ვითამაშეთ და უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ ორი შეცდომა დავუშვით, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას უფრო გონივრულად უნდა მოვეკიდოთ."
"ბურთით პოზიციური თამაშისას ძალიან კარგები ვიყავით და ბევრი საგოლე მომენტიც გვქონდა. ამაზე დაყრდნობით შესაძლოა გაიფიქროთ, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო."
"ვფიქრობ მომდევნო შეხვედრებში თავდაჯერებულობას მოვიპოვებთ, რადგან დღეს მართლაც კარგად ვითამაშეთ. მომდევნო მატჩებს ერთმანეთისადმი რწმენით ვხვდებით."