თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2014, 10:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2107,
კომენტარები: 7
ნევილი: "ყველაფერი უფრო რთულადაა, ვიდრე ლუი ელოდა"
გარი ნევილი ვან გაალის შესახებ.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა ლუი ვან გაალის სამუშაო შეაფასა:

"ლუი ვან გაალმა მოსვლისას სამი თვე ითხოვა. ახლა კი გასაგებია, რომ ეს სამუშაო უფრო რთულია, ვიდრე იწინასწარმეტყველებდა. გარდა ამისა, "იუნაიტედი" მომდევნო 8 შეხვედრას რთულ მეტოქეებთან ჩაატარებს."

"პირველი რვა ტური შედარებით ადვილი უნდა გამომდგარიყო, "იუნაიტედს" 16-17 ქულა უნდა აეღო, მაგრამ სირთულეები გაჩნდა და ეს ყოველთვის ცუდია მწვრთნელისთვის."

"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვან გაალი მცირედით "დაათრო" დამსახურებულმა შექებამ, მაგრამ პრემიერ ლიგის სტარტმა ყველაფერი გააქრო."

"მისი სჯერათ და ის იმსახურებს ამას. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი მოვიდა, მაგრამ ამავდროულად ტრავმების ეპიდემიაც იყო, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში."


წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ოქტომბერი 2014 10:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ველოდებით და გვჯერა. გასვლაზე გამოსასწორებელი გვაქვს თამაშები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 ოქტომბერი 2014 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვერ დაგეთანხმები გარი, კი შეიძლება ვან გააალი უფრო კარგ შედეგებს ელოდა, მაგრამ ისიც იცოდა რა თქმა უნდა რა სირთულეები ელოდა წინ. მიუხედავად ყველაფრისა ეს ვან გაალია და მასაც ჭირდება დრო, ისევე როგორც ყველას ვინც ვან გაალის ადგილას მოვიდოდა. მე მჯერა რო ვან გაალი აუცილებლად გაამართლებს ჩვენს იმედებს.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
21 ოქტომბერი 2014 12:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამდენი ფული დაიხარჯა, ძალიან მაგარი ფეხბურთელებიც დავიმატეთ და ალბათ მაქსიმუმიც გაკეთდა მაგრამ მაინც სუსტი გუნდი ვართ. ამ დაცვით არამგონია ჩელსისთან და სიტისთან რამე ვქნათ, ძაან რთულია მითუმეტეს როცა ამდენი ტრავმებია გუნდში
0
№4
ავტორი: AkkRed
21 ოქტომბერი 2014 15:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩელსისათან მოგება გადაგვტეხავს და მერე წავა პირდაპირი პროგრესი გინდა თამაშის ხარისხით გინდა მოგებების სერიით love
0
№5
ავტორი: chudikone
21 ოქტომბერი 2014 15:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოთმინებაა საჭირო. ასეთი მწვრთვნელით და ამ შემადგენლობით გამორიცხულია წარმატებას რო ვერ მივაღწიოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Mufc7
21 ოქტომბერი 2014 15:38
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეც მჯერა და ველი ისევ იმ "იუნაიტედის" თამაშის ყურებას,რომელიც ნებისმიერ მეტოქეს შიშის ზარს სცემდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: DiMaria
21 ოქტომბერი 2014 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ხო მაგრამ ყველაფრის გამოსწორება და უკეთესობისკენ შეცლა შეიძლება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top