რუნის დისკვალიფიკაციის გამო "იუნაიტედის" თავდასხმას რადამელ ფალკაო და რობინ ვან პერსი უძღვებიან.
"ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში ანხელ დი მარიასა და ხუან მატას ადნან იანუზაიც დაემატა, თუმცა ისინი ამჯერად მხოლოდ ვან პერსის უწევდნენ მხარდაჭერას, რადგან რადამელ ფალკაომ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.
ლუი ვან გაალის თქმით მსგავსი გადაწყვეტილება სანაკრებო პაუზის მიზეზით იყო გამოწვეული, რომლისგანაც ფალკაო ორი დღით გვიან დაბრუნდა, ვიდრე ვან პერსი.
"ვან პერსი საერთაშორისო მატჩებიდან ორი დღით ადრე დაბრუნდა, ვიდრე ფალკაო, რომელიც სამხრეთ ამერიკაში იმყოფებოდა. თანაც ის "ჯეთლაგით" დაბრუნდა." - განაცხადა ვან გაალმა "ვესტ ბრომთან" მატჩის დაწყების წინ.