"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ლეგიონერმა ხუან მატამ განაცხადა, რომ მას არ ჰქონია ურთიერთობა ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან. ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ხუანი "ჩელსის" საუკეთესო მოთამაშედ სახელდებოდა, ხოლო პორტუგალიელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რის შემდეგ ის "ოლდ ტრაფორდზე" აღმოჩნდა.
მატა დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მას გაცილებით მეტად მოსწონს ვან გაალთან მუშაობა.
"რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩვენ არ გვქონდა დიალოგი. ბედნიერი არ ვყოფილვარ, თუმცა 100% მზად ვიყავი ყოველთვის და პარტნიორებსაც დიდ პატივს ვცემდი. არასდროს არ იცი, როგორ განვითარდება შენი ცხოვრება."
"ვან გაალი გამოცდილი სპეციალიტია და მე შემიძლია ბევრი რამ ვისწავლო მისგან. ის მკაცრია, როდესაც ეს აუცილებელია."
"ის გამოირჩევა საკუთარი სტილით, რაც მას განსაკუთრებულს ხდის, მაგრამ ლუი არის ძალიან ახლოს მოთამაშეებთან. მას მოსწონს ჩვენი აზრის გაგება ვარჯიშებზე, რათა ჩვენ დავხვეწოთ იგი. " - განაცხადა მატამ "El Pais"თან ინტევრიუში