თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2014, 09:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1850,
კომენტარები: 7
ფელაინი: "მინდა მეტი გავიტანო"
მარუანი გოლი გატანით მოხარულია.
ფელაინი:
მარუან ფელაინის ლუი ვან გაალის გუნდისთვის მეტი გოლის გატანა სურს.

"ვესტ ბრომვიჩთან" გამართულ შეხვედრაში მარუან ფელაინიმ შესვენებაზე ანდერ ერერა შეცვალა და მოედანზე გამოსვლიდან 3 წუთში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.

"ეს სეზონში და "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ჩემი პირველი გოლია, რაც რა თქმა უნდა კარგია. მაგრამ შედეგი იმედგაცრუბა იყო, რადგან ჩვენი მომდევნო ორი შეხვედრა ძალიან რთული იქნება. თავდაჯერებულობისთვის კი ეს შედეგი ცუდია."

პირველი ტაიმის მსვლელობისას ვან გაალი სათადარიგოთა სკამზე მარუან გარკვეულ მითითებებს აძლევდა.

"მან მითხრა, რომ მოწინააღმდეგეზე ზეწოლა უნდა მომეხდინა და საჯარიმოში შევსულიყავი. ეს გავაკეთე და გოლიც გავიტანე, რაც კარგია ჩემთვის და გუნდისთვის."

"დიდებული გრძნობაა. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდი და ახლა გავიტანე. დიდი იმედი მაქვს მიმდინარე სეზონში ისევ მოვახერხებ გოლის გატანას."


ფელაინი 2013 წელს "ევერტონიდან" გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში" და პირველ სეზონში ტრავმებისა თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ცუდ თამაშს აჩვენებდა. მწვრთნელი, რომელმაც იგი შეიძინა აპრილში დაითხოვეს და მის ნაცვლად ლუი ვან გაალი დანიშნეს.

"ძალიან რთული გახლდათ, მაგრამ ყოველ დღე ვმუშაობდი და ვიცოდი, რომ როცა 100 პროცენტით მწყობრში ჩავდგებოდი მე სახიფათო ვიქნებოდი."

"ფეხბურთი ასეთია - ხანდახან ცუდი პერიოდი გაქვს. მაგრამ გამოწვევისთვის და თითოეული შეხვედრისთვის მზად ვარ. აქ ბედნიერი ვარ და მწვრთნელმა მაჩვენა, რომ ჩემი სჯერა. ვარჯიშებზე ყოველდღიურად ვმუშაობ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ოქტომბერი 2014 09:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს ერთი გოლი არაფერს ნიშნავს და არავის დაუჯერებია, რომ შენ სასწაულებს ჩაიდენ. უბრალოდ გამოხვედი, გაიტანე და მორჩა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
21 ოქტომბერი 2014 09:48
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ეგ შენზე მეტად მე მინდა !!! გაიტანე მერე ხეო smile 27.5 მილიონად შენ ყიდვას მთლიან საქართველოში ტყე პარკებს გააშენებდნენ derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: AkkRed
21 ოქტომბერი 2014 10:12
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხო არ მევასება და გუშინ როგორც აღნიშნა მაგის მერე ხო საერთოდ იმენა ბუჩქია love
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 ოქტომბერი 2014 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი იქნება ამ გოლით ძველი ფელაინი დაბრუნდეს.... winked
0
№5
ავტორი: GeorgeBest
21 ოქტომბერი 2014 12:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენც დიდი ხანია ველოდებით როდის ათამაშდები და ხე როდის აღარ იქნები
0
№6
ავტორი: RedTeen
21 ოქტომბერი 2014 15:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Sadgac yoveltvis mjeroda am buchqis da axlac mjera...imedi maqvs tavs kodev bevrjer gamoichens..
0
№7
ავტორი: DiMaria
21 ოქტომბერი 2014 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩვენც გვინდა რომ გაიტანო და ნამდვილად არ მეწყინება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top