ვან გაალი იმედგაცრუებულია.
ლუი ვან გაალს "ვესტ ბრომვიჩთან" აღებულმა ერთმა ქულამ იმედი გაუცრუა.
მასპინძლები ჯერ სტეფან სესენიონის, შემდეგ საიდო ბერაჰინოს გოლებით დაწინაურდნენ, რასაც მონაცვლეობით მოჰყვებოდა მარუან ფელაინისა და დეილი ბლინდის ანგარიშის გამათანაბრებელი გოლები.
საბოლოო კი შეხვედრა 2-2 მორჩა.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, შედეგი არასაკმარისად კარგია."
"ვფიქრობ, მოგება შეგვეძლო და აი რატომაც გამიცრუვდა იმედი. ბედნიერი უნდა ვიყო იმით, რომ ჩვენ უამრავი მომენტი შევქმენით, ხოლო "ვესტ ბრომს" მხოლოდ ორი დარტყმა ჰქონდა კარში, მაგრამ მათი ორივე დარტყმა გოლად გარდაისახა. ჩვენ თამაში საკუთარი შეცდომების გამო დავთმეთ, რაც სამწუხაროა, რადგან მოგების შემთხვევაში ეს ახალი ეპოქის დასაწყისი იქნებოდა - შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, მჯერა!"როცა ჰკითხეს, მისცა თუ არა მისმა გუნდმა ზედმეტი სივრცეები მოწინააღმდეგეთა თავდამსხმელებს, ვან გაალმა უპასუხა:
"დიახ, ეს ჩვენ მიერ ჩადენილი შეცდომების ნაწილია. "ვესტ ბრომი" დაცვაში ძალიან ვიწროდ თამაშობდა და ჩვენმა ფართოდ განლაგებულმა დაცვამ მოწინააღმდეგეს სივრცეები შეუქმნა."ტაქტიკური ცვლილების განხორციელების შემდეგ, მოედანზე ფელაინი შევიდა, რომელმაც სამ წუთში მოახერხა გოლის გატანა, "იუნაიტედმა" კი "შაშვები" საკუთარ საჯარიმოს მიამაგრა.
"მის შემოყვანას 30 წუთის შემდეგაც ვაპირებდი. მე ვუთხარი მას, რომ დაკვირვებოდა თუ რას აკეთებდა ერერა, რადგან მას უნდა ეთამაშა. მან გოლი გაიტანა და კარგად ითამაშა.""ჩვენ ფიზიკურ ბალანსს უნდა მივაქციოთ ყურადღება და შესაძლოა სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემების ნაწილი. მე ვარ მწვრთნელი, რომელიც კრეატიულ ფეხბურთელებს დაეძებს, მაგრამ ინგლისში ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელიც აუცილებად გჭირდება - ფელაინი ერთ-ერთი მათგანია."
"მე ბალანსის მოლოდინში ვარ და შესაძლოა სწორედ ამ ფორმაციით, თუმცა იგივე ფილოსოფიით - ჩვენ უკეთ თამაში შეგვიძლია."
"ვარჯიშებზე მოთამაშეები სულ უფრო და უფრო იგებენ ჩემ ფილოსოფიას და დღეს თამითაც აჩვენეს ეს, რაც კიდევ უფრო სამწუხაროს ხდის იმას, რომ დღეს ვერ გავიმარჯვეთ."ვან გაალს ჰკითხეს, ხომ არ გამოიყენებდა იმავე 4-2-3-1 ფორმაციას მომდევნო შეხვედრებშიც, რაზეც მან უპასუხა:
"არასოდეს იცი რა მოხდება, მაგრამ ძალიან თავდაჯერებული ვარ, რადგან მატჩი მომეწონა."ამჟამად "იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება:
"ეს არ არის კარგი, რადგან როცა ჩვენ თამაშებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ჩვეულებრივ უკეთესი გუნდი ვართ. მაგრამ, როცა 8 თამაშში 12 ქულა გაქვს, ეს ქულები ძალიან მცირეა."წყარო:
manutd.com