"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ არტურო ვიდალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს კლუბს არ გამოიცვლის.
ჩილელი ფეხბურთელის სახელს დიდი ხანია უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს" და როგორც ცნობილია, ლუი ვან გაალსაც აქვს ვიდალისადმი ინტერესი.
გავრცელებული ჭორების თანახმად, ვიდალის ზაფხულში არ შეძენის მიზეზი მხოლოდ მისი ტრავმა გახდა, რომელიც არტუროს დიდი ხანია აწუხებს.
თუმცა ალეგრის მიაჩნია, რომ მისი შეგირდი კლუბს არ გამოიცვლის.
"კლუბმა გარკვევით დააფიქსირა თავისი პოზიცია არტურო ვიდალის ტრანსფერი თაობაზე. ამჟამად იგი "იუვენტუსის" ფეხბურთელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთარში მისი წასვლა გამორიცხულია."