დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის მატჩში "ვესტ ბრომვიჩი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. დღევანდელ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "შაშვების" კაპიტნის, კრის ბრანტის მონაწილეობა. ვერ ითამაშებენ ფორვარდი, ვიქტორ ანიჩებე, რომელიც მკურნალობას ამერიკაში აგრძელებს და იჯარით აყვანილი სილვესტრე ვარელა, რომელმაც ოპერაცია გადაიტანა. "ვესტ ჰემთან" მიღებული წითელი ბარათით გამოწვეული დისკვალიფიკაციის მოხდას აგრძელებს უეინ რუნი. თუმცა ტრავმების ეპიდემია სუსტდება. ხერხემლის პრობლემის მიუხედავად ანდერ ერერას მოედანზე გამაყუჩებლით გასვლა შეუძლია. თამაშის შანსი აქვთ ადრე ტრავმირებულ კერიკს, სმოლინგს, იანგსა და ჯონსს.
სტადიონი: ,The Hawthorns, ლესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 8 ტური
თარიღი: ორშაბათი, 20 სექტემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)
შემადგენლობაძირითადი: David de Gea, Rafael, Jones, Rojo, Shaw, Januzaj, Blind, Herrera, Mata, Di Maria, RVP
სათადარიგო: Lindegaard, Smalling, Carick, Fellaini, Fletcher, Young, Falcao