თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2014, 19:48
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1649,
კომენტარები: 9
უორნოკი:"ზაჰას დიდი მომავალი ელოდება"
"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ზაჰას შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს.
უორნოკი:
ზაჰამ ყოფილ კლუბში დაბრუნება ბოლო წუთზე გატანილი გოლით აღნიშნა, რომელმაც კრისტალ პალასს ქულა მოუტანა ნიუკასლთან დაპირისპირებაში. კრისტალ პალასის მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ უილფრიდის შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. 21 წლის ინგლისელმა ბარნლისთან შეხვედრაში, რომელიც ნულოვანი ფრით დასრულდა, სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 68 წუთიც ჰქონდა თავის გამოსაჩენად. ამის შემდეგ ის 3 თამაში სათადარიგო სკამს მიაჯაჭვეს.

მისი "უსაქმურობა" ჩელსისთან თამაშისას დასრულდა, 69–ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა თამაშში ჩართვის შანსი მისცა და ახალგაზრდა ვინგერმა ეს კარგად გამოიყენა. ძირითადი დროის ბოლო წუთზე მის ტექნიკურ თამაშს და გამჭოლ პასს კამბელის გოლი მოჰყვა, მაგრამ ამან მაინც ვერ იხსნა "კრისტალ პალასი" მარცხისგან.

"უილფრიდი 10 დღის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა." განაცხადა უორნოკმა

"მან იცის თუ რას ვფიქრობ მასზე და იცის რას ვაპირებ მასთან ერთად. ის უფრო დისციპლინირებული გახდა, იცის როდის უნდა გააკეთოს ცრუ მოძრაობები და როდის არა.

ზაჰას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ის ადრეულ ეტაპზე მოხვდა უდიდეს გუნდში, სადაც არ ამახვილებენ ყურადღებას სათითაოდ ყველა მოთამაშეზე, მაგრამ სწორედ ეს არის ის რაც მას ჭირდება - ყურადღება და შესწორება"

"ახლა მისი დამოკიდებულება საქმისადმი არაჩვეულებრივია - ზოგიერთს ამაში ეჭვი ეპარება, მაგრამ ჩემთვის ეს არის უმაღლეს დონეზე"
– დაასრულა უორნოკმა

წყარო: fourfourtwo.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
20 ოქტომბერი 2014 19:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია ეს არენდა მაინც გამოდგება წარმატებული და შედეგს გამოიღებს
0
№2
ავტორი: გაბადაძე
20 ოქტომბერი 2014 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Mere masae ro bazrob meti satamasho dro mieci
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: Count Alucard
20 ოქტომბერი 2014 20:46
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თუ არ ათამაშეთ არც არაფერი ელოდება, მოიესმა არ ათამაშა ახლა ესეც თვეში ერთხელ უშვებს ხოლმე სათამაშოდ areyoukiddingme
0
№4
ავტორი: RojoDiablo
20 ოქტომბერი 2014 21:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აუცილებლად უნდა მიეცეს თამაშის საშუალება და ამას რომ ნიჭი აქვს ეგ საკამათო თემაა სულაც არაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 ოქტომბერი 2014 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი რავიცი....... no
0
№6
ავტორი: A.HERRERA
20 ოქტომბერი 2014 21:16
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
სასტავ კაგავა მარტო მე მომენატრა ?
0
№7
ავტორი: George27
20 ოქტომბერი 2014 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
მიხარია ზაჰაზე ესე რო საუბრობენ! ძალიან კარგია!
0
№8
ავტორი: Best 7
20 ოქტომბერი 2014 22:31
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აუ მართლა მეიმედება ამ ბიჭის!
0
№9
ავტორი: red devil
21 ოქტომბერი 2014 07:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს ზანგი კაია და იმედია დიდ ფეხბურთს ითამაშებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top