სერ ალექს ფერგიუსონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში რუნის დასვენებას არ აპირებს, ამის მიზეზად კი მისი ფორმის აღდგენა სახელდება. ფერგიუსონისგან "კლუჟთან" შეხვედრაში არაერთი ცვლილებაა მოსალოდნელი, "წითლებს" პირველი ადგილი და ფლეი-ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ამიტომ ჩემპიონთა ლიგის წინა შეხვედრის მსგავსად, ძირითად შემადგენლობაში დღესაც არაერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს უნდა ველოდეთ. "როცა რუნი ისვენებს, დასაბრუნებლად მინიმუმ 3 მატჩის ჩატარება ჭირდება. ამიტომ, ის დღეს აუცილებლად ითამაშებს. უეინს ფორმაში შესასევლელად ხშირად თამაში ჭირდება. ის აღნაგობით ძლიერი ფეხბურთელია და როცა ორ მატჩს მაინც გამოტოვებს, დასაბრუნებლად 3-ის ჩატარება უწევს. თითქმის ყოველთვის ასე ხდება." - განაცხადა ფერგიუსონმა.