თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2014, 17:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1806,
კომენტარები: 6
ვან გაალი: "შედეგი არა 60, არამედ 90 წუთში მოდის"
ვან გაალი გუნდს 90 წუთის განმავლობაში კარგი თამაშიკენ მოუწოდებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალს სურს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ბრომვიჩთან" 90 წუთის განმავლობაში აჩვენოს საუკეთესო ფეხბურთი.

"იუნაიტედი" უქმეებზე გამართული შეხვედრების შემდეგ სატურნირო ცხრილში "ლივერპულსა" და "ვესტ ჰემს" ჩამორჩა, მაგრამ "ჰოტორნსზე" მოპოვებული გამარჯვება ლუი ვან გაალს ოთხეულში დააბრუნებს. ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ევერტონთან" მატჩი მხოლოდ ადასტურებს ფაქტს, რომელიც "იუნაიტედს" თან სდევს - "წითლები" მატჩის უმეტეს ნაწილს მაღალ დონეზე ატარებენ, თუმცა უკანასკნელ წუთებში გუნდი სადავეებს ხელიდან უშვებს.

"თამაში, სტილი, ფორმაცია და ფილოსოფია - აი რა უნდა განისაჯოს და არა ქულები. ქულებს მაშინ მოვიპოვებთ, როცა კარგად ვთამაშობთ, თანაც არა 60, არამედ 90 წუთის განმავლობაში."

"მოთამაშეები ნაკრებებიდან ბრუნდებიან და ჩვენ შესაფასებლად შეგვიძლია "ევერტონთან" შეხვედრის უკანასკნელი ნახევარი საათი გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ პროფესიონალები, უნდა შევაფასოთ მდგომარეობა და უნდა გავაუმჯობესოთ. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. ოთხეულში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამატებითი სარგებელი არ არის."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 ოქტომბერი 2014 17:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასეა თუ ისეა, რაც იყო იყო. ახლა გამოსასწორებელია ეს მდგომარეობა და დიდად დამავალებთ თუ ბოლო წუთებზე ტვინის ჭიას არ მოკლავთ. მომენატრა მშვიდი გამარჯვებები, როცა აუღელვებლად იგებ და მხოლოდ იმას ითვლი, რამდენი გოლის გატანა შეგეძლო კიდევ.

თუმცა, მეორეს მხრივ ასეთი მოგებას ემოცია ნაკლებად ახლავს თან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
20 ოქტომბერი 2014 18:07
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ეხლა გამოვაგზავნე ზუსტად სტატია თითქმის იგივეა :D ვერ დაგასწარი რააა
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 ოქტომბერი 2014 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დღეს გამარჯვება აუცილებელია, როგორც სატურნირო ცხრილის მხრივ ასეევე ფსიქოლოგიურად.
0
№4
ავტორი: AkkRed
20 ოქტომბერი 2014 18:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მიდიი ლუი დღეს გემრიელად დამაძინე love
0
№5
ავტორი: GeorgeBest
20 ოქტომბერი 2014 19:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეორე ტაიმში, განსაკუთრებით ბოლო წუთებზე გუნდი გუნდს არ ჰგავს ხოლმე. რაღაც უნდა შეცვალოს თორე ესე სულ დე ხეა ან მსაჯის არ ჩათვლილი გოლები ვერ გადაგვარჩენს
0
№6
ავტორი: გაბადაძე
20 ოქტომბერი 2014 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Dgesbunda movigot uechveli :* da mere chelss unda movugot :-
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top