თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2014, 17:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2223,
კომენტარები: 10
მატას ბლოგი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატას ბლოგი
სალამი ყველას!

დღეს ბირმინგემში მიმავალი ავტობუსიდან გწერთ. როგორც იცით, ორშაბათს "ვესტ ბრომვიჩს" ვეთამაშებით და მინდა გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები, რაც ამ კვირაში მოხდა.

მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ გავატარე მატჩის წინა დღე. როცა გასვლაზე ვთამაშობთ და ახლაც სწორედ ასეა, ჩვენ ერთმანეთს კარინგტონის სავარჯიშო ბაზეზე ვხვდებით. უკანასკნელად ვვარჯიშობთ და შემდეგ ერთად ვსადილობთ - დღეს სუფრას დავიდსა და ანდერთან ერთად ვიზიარებ, რადგანაც ევროპული ფეხბურთის ანგარიშებს განვიხილავთ. შუადღით გავემგზავრეთ. მანძილიდან გამომდინარე ხანდახან თვითმფრინავით, მატარებლით ან როგორც ამჟამად ხდება ავტობუსით ვმოგზაურობთ, რასაც 2 საათზე ნაკლები დრო დასჭირდება.

ჩასვლის შემდეგ სასტუმროში დავბანაკდებით და სადილს მივირთმევთ. როგორც კი მოვრჩებით, სხვადასხვა რამით დავკავდებით, როგორიც არის მაგალითად ფიზ-მწვრთნელებთან ან თანაგუნდელებთან გასაუბრება, ან ოთახებში წასვლა. რაც შემეხება მე, მომწონს დროის მარტო გატარება, სანამ დასაძინებლად წავალ. მიყვარს ჩემს ლეპტოპში ფილმების, ან სატელევიზიო სერიალების ყურება. ასევე ვემზადები თამაშითვის და წინასწარ განვიხილავ, თუ როგორი იქნება მატჩი.

მატჩისწინა დღეს დიდხანს ძილი მიყვარს, ასე რომ, დასაძინებლად გვიან არ ვწვები. დღეს გაცილებით ადრე გწერთ, ვიდრე მანამდე, რადგან ჩვეულებრივ სადილის შემდეგ ვწერ ხოლმე, როცა ყველა თამაში დასრულებულია. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვირის განსაკუთრებულ დღეებში დასვენება.

ეს კვირა ვარჯიშის მხრივ ძალიან კარგი გამოდგა: იმედი მაქვს ამას მოედანზეც ვაჩვენებთ. მესამე გამარჯვების ზედიზედ მოპოვება მართლაც მნიშვნელოვანია. უკანასკნელი ორი შეხვედრა რთული გამოდგა და დარწმუნებული ვარ არც "ჰოტორნსზე" მატჩი იქნება გამონაკლისი. იმედი მაქვს მოგებას შევძლებთ.

გკოცნით.

ხუანი.

P.S. არ მინდა დავივიწყო კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც. ყოველ დღე მილიონობით ქალი ებრძვის ამ დაავადებას. ისინი თითოეული ჩვენგანის მისაბაძი ადამიანები არიან.

წყარო: manutd.com
მატას ბლოგი
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 ოქტომბერი 2014 17:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მატარებლითაც თუ მგზავრობდა გუნდი ნამდვილად არ მეგონა.

დღეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ერთი რამე მინდა ყველაზე მეტად (მოგებასთან ერთად), წითელი ბარათებისა და ტრავმების გარეშე უნდა მორჩეს ეს შეხვედრა.

ასპილიკუეტას მიუღია ბარათი და ეს ასე თუ ისე დანაკლისია ჩელსისთვის. არა დიდი, მაგრამ მაინც არის. ჩვენ კი არ გვჭირდება კიდევ ერთი ბარათი. ისედაც საკმარისი რუნის არ ყოფნა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: RedTeen
20 ოქტომბერი 2014 17:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Dgea aucileblad movigebt..<3
Mata sheni imedi maqvs..
0
№3
ავტორი: DiMaria
20 ოქტომბერი 2014 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კაი კაცი. ყველას და ყველაფერს ეხება თავის ბლოგში და მეეჭვება მსგავსი ბევრი იყოს. მაგალითად როი კინი არ გაიხსენებდა კიბოს დღეს. ან კიდევ ბევრი ვინმე.
0
№4
ავტორი: Wardell
20 ოქტომბერი 2014 17:32
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ასპილიკუეტას ბარათი და პლუს კოსტას ტრამვა რომელის თამაშიც საეჯვოა კვირას ))) ეეეჰ რუნი რუნი
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 ოქტომბერი 2014 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყოველთვის საინტერესოა ხოლმე ამ კაცის ბლოგის ნახვა და არც დღეს იყო გამონაკლისი love
0
№6
ავტორი: RojoDiablo
20 ოქტომბერი 2014 17:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
lashavk6,
ხო მარა კოშტას ტრავმა ჯერ არ გამორიცხავს მის თამაშს. შეიძლება დადგესო. ძალიანაც გაასწორებს თუ ვერ ითამაშებს და მაგ ორს თუ მესამე ესპანელიც დაემატება ეგ საერთოდ უკეთესი.

ვახო ( G G M U),

უფრო ვრცელიცაა ხოლმე ვახო, მაგრამ ის ნაკრებს და მსგავს თემებს ეხება. თუ წაკითხვა არ დაეზარება ხალხს მაგასაც ვთარგმნი, მაგრამ არამგონია ისეთივე საინტერესო იყოს, როგორც "იუნაიტედს" რაც ეხება ის ნაწილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Wardell
20 ოქტომბერი 2014 17:46
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ძალიან მგონია რო როგორც შარშან ფრეზე ითამაშებს ჯოზე რაც მეზიზღება და იმედია დასაწყისშივე გავუტანთ თორე თუ დალაგება ვაცალეთ მერე გაგვიჭირდება
0
№8
ავტორი: RojoDiablo
20 ოქტომბერი 2014 17:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
lashavk6,
რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული. მაგრამ შარშანდელი "იუნაიტედი" ისევე განსხვავდება წლევანდელისგან, როგორც წლევანდელი "ჩელსი" შარშანდელისგან.

უბრალოდ მოუს ძალიან დიდი სხვაობა აქვს ქულებში და შეუძლია მეორე ნორმად ითამაშოს. ასე კი რამდენი თამაში მოუგია ყველამ კარგად ვნახეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: AkkRed
20 ოქტომბერი 2014 18:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბოლოს უნდა დაემატებინა თქვენი გივი სიხარულიძე wink
0
№10
ავტორი: GeorgeBest
20 ოქტომბერი 2014 19:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მესამე გამარჯვება და ეს უფრო მარტივად და დამაჯერებლად უნდა მოვახერხოთ ნერვიულობის და ბურთის თავზე გადახევის გარეშე

მატა შანსს გამოიყენებს დიდი იმედი მაქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top