თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2014, 13:20
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1923,
კომენტარები: 7
რონალდუ არ დაბრუნდება
კარლო ანჩელოტი რონალდუს ოლდ ტრაფორდზე დაბრუნებას გამორიცხავს.
რონალდუ არ დაბრუნდება
"რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთვნელი, კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდო ინგლისში არ დაბრუნდება და მეტიც, იგი კარიერას სანტიაგო ბერნაბეუზე დაასრულებს.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დაბრუნება აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ზაფხულში პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა რონალდო ესპანეთში ბედნიერი არ იყო. "იუნაიტედის" გულსშემატკივართა გარკვეულ ნაწილს მისი დაბრუნება მართლაც რომ ძალიან სურს და ამისათვის რონალდოს ერთ-ერთ თამაშში ვერტმფრენით ბანერი გამოუფინეს, სადაც დაბრუნებას სთხოვდნენ მას.

"ლივერპულთან" მატჩის წინ, კარლო ანჩელოტი მსგავს კომენტარს აკეთებს: "რონალდო კარიერის ბოლომდე აქ დარჩება. მე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში იგი "იუნაიტედში" არ გადავა - ასი პროცენტით! ის აქ ბედნიერია და ყველას უყვარს იგი. ახლა ჩვენი ურთიერთობა უნაკლოა და არამგონია რომ შეიცვალოს. რონალდო კარიერას აქ დაასრულებს."

ამასობაში თავად რონალდო სამშაბათს გასამართ მატჩისთვის ემზადება, რომელსაც "ენფილი" უმასპინძლებს. პორტუგალიელი კი მორიგი რეკორდის დამხობისთვის არის მზად. 29 წლის ვინგერმა ორი გოლის გატანა შეძლო "ლევანტესთან" მატჩში (5-0) და ახლა მისი მონაგარი 7 მატჩში 15 გოლი გახლავთ.

კარლო ანჩელოტი სხვა თემასაც შეეხო, და გაამხილა, რომ როდესაც იგი "მილანის" მთავარი მწვღთვნელი გახლდათ, სურდა სტივენ ჯერარდის გადაბირება, რადგან პირლოსთან ერთად შესანიშნავი ნახევარდაცვა შეექმნა.

"ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელსაც მე დიდი სიამოვნებით გავწვთვნიდი. მისი ტრანსფერი შეუძლებელი გამოდგა, რადგან იგი ძალიან მყარად იყო ლივერპულში დამკვიდრებული. ჩვენ გვინდოდა მისი გადმოყვანა, მაგრამ ჯერარდის კავშირი "ლივერპულის" მიმართ გაუტეხელი გამოდგა." - დაასრულა ანჩელოტიმ.

წყარო: Mirror


დაასრულებს რონალდო კარიერას ბერნაბეუზე ?

კი
არა

ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 ოქტომბერი 2014 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმის მერე რაც რაულს გაუკეთეს, როგორ დავიჯერო რო რონალდუს დაამთავრებინებენ კარიერას რეალში no
0
№2
ავტორი: AkkRed
20 ოქტომბერი 2014 13:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რონალდოა ხამი და ეგ არ წამოვა აქეთ
0
№3
ავტორი: Count Alucard
20 ოქტომბერი 2014 13:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თუ არც დაბრუნდება კიდე რა... ისედაც კარგი შემადგენლობა გვყავს.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
20 ოქტომბერი 2014 16:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
nika_123,
თუმცა ზედმეტი არ იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
20 ოქტომბერი 2014 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
სტერლინგი რომ ჩვენთან იყოს... ძალიან მაგარი ფეხბურთელია
0
№6
ავტორი: GeorgeBest
20 ოქტომბერი 2014 19:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოდა იყოს სადაცაა რაღად უნდა ამდენი ხვეწნა და მუდარა. თუ წამოსვლას აგდაწყვეტს არამგონია რაღაც ვინმეს ამის დაბრუნება არ ესიამოვნოს
0
№7
ავტორი: Best 7
20 ოქტომბერი 2014 22:35
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჩემი აზრით დაბრუნდენა ჩვესკენ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top