მადრიდის" რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" არ დაბრუნდება და იგი ფეხბურთელის კარიერას "რეალში" დაასრულებს.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ მუდმივად ამტკიცებს, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ რონადუს თქმით იგი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებაზე უარს არ იტყოდა.
თუმცა ანჩელოტის თქმით მსგავსი არ მოხდება და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს არ დაკარგავს".
"ყველას შეცვლა და გამოცვლა შეიძლება, მაგრამ რონალდუ ახლა მსოფლიოში საუკეთესოა და ეს ნიშნავს, რომ მადრიდის "რეალი" საუკეთესო ფეხბურთელს დაკარგავს, რაც თავისთავად იქნება უდიდესი დანაკლისი."
"მაგრამ ეს არ მოხდება. რონალდუ კარიერას "რეალში" დაასრულებს. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ის მომდევნო სეზონშიც "რეალში" იქნება და არა "მანჩესტერ იუნაიტედში"- 100 პროცენტით მჯერა ამის."
"ის აქ ბედნიერია, ის აქ ყველას უყვარს. ამჟამად იდეალური ურთიერთობაა მასსა და კლუბს შორის და არ მიმაჩნია, რომ დასრულდება. ის კარიერას "რეალში" დაასრულებს." - აცხადებს ანჩელოტი.