"ვესტ ბრომვიჩის" მთავარი მწვრთნელი, ალან ირვინი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ იმსახურებს პატივისცემას და სხვა გუნდებს მისი უნდა ეშინოდეთ.
"შაშვები" დღეს "იუნაიტედს" უმასპინძელებენ და ირვინს მიაჩნია, რომ ინგლისის 20 გზის ჩემპიონები ჯერ კიდევ დიდებული გუნდია.
ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასვლით შეხვედრებში უკვე იწვნია ორი მარცხი: "ლესტერთან" 3-5 და "მკ დონსთან" 0-4.
"ეს ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედია" და დიდებული ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენი კლუბისთვის, გულშემატკივართათვის და მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იქნება."
"როცა კალენდარი "მანჩესტერ იუნაიტედთან" გაპირისპირებს მთელი ქვეყანა მატჩის მოლოდინშია."
"ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში დიდებულად თამაშობდნენ და დროთა განმავლობაში გუნდს ცვლილებები დასჭირდა, რაზეც სერ ალექს ფერგიუსონიც კი თანხმდებოდა."
"სწორედ ამ პერიოდში გუნდი მემკვიდრეობით მოიესს ერგო."
"მანჩესტერ იუნაიტედი" წლების განმავლობაში დომინირებდა და ახლა ცვლილებებია საჭირო, რასაც ახდენენ კიდეც."
"ისინი ბურთს დაიჭერენ და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადვილი მოქმედების საშუალება არ მიეცემათ."
"ჩვენ ვიდეო განხილვები მოვაწყვეთ და განვიხილეთ მათ მიერ გოლის გატანის ხერხი, როცა თამაში მეკარისგან იწყება და მოწინააღმდეგის კარის ბადეში სრულდება."
"ეს დამყარებულია კონტროლზე, მოქმედებაზე და მოთამაშეთა პოზიციურ თამაშზე."
"ძალიან ორგანიზებულნი უნდა ვიყოთ, როცა ბურთი ჩვენ არ გვაქვს და მათ შეტევებს ხელი უნდა შევუშალოთ."
"კიდევ ერთი რამ, რაც უნდა მოვახერხოთ, ეს ბურთის გაფრთხილებაა და ის მარტივად არ უნდა დავუთმოთ ისეთი დონის ფეხბურთელებს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰყავს."