"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კლუჟი" - პრევიუ
სტადიონი: ოლდ ტრაფორდი,მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა, მე-6 ტური.
მსაჯი: დანიელ ორსატო (იტალია)
თარიღი: ოთხშაბათი, 5 დეკემბერი, 2012 წელი.
მატჩის დასაწყისი: 5 დეკემბერი, 23:45, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ანდერსონი,ნანი,ვალენსია,ვიდიჩი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Lindegaard, De Gea, Rafael, Jones, Smalling, Wootton, Ferdinand, Buttner, Evra, Cleverley, Giggs, Fletcher, Powell, Scholes, Carrick, Young, Hernandez, Welbeck, Rooney, Van Persie.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
"კლუჟი"
ტრავმირებულები: ჯერ-ჯერობით არ არის ინფორმაცია
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შესაძლო შემადგენლობა: Felgueiras; Maftei, Sepsi, Pinto, Cadu; Hora, Camora, Nicoara, Bastos; Pedro, Ronny.
საინტერესო ფაქტები
1. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 37 მატჩიდან ჩემპიონთა ლიგაზე "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული შეხვედრებიდან მოიგო 26 და მხოლოდ 1 წააგო.
2. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე "კლუჟს" ყველაზე მეტი თამაშის წესი აქვს დაფიქრისირებული სხვა კლუბებთან შედარებით.ისინი 89-ჯერ იქნენ გაფრთხილებულნი.
3. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს ყველაზე კარგი შედეგი აქვთ დაფიქსირებულია - ეს არის სამი გამარჯვება ჯგუფურ ეტაპზე.
4. "კლუჟის" ნახევარმცველი ლუის ალბერტო მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა,რადგან მან ყველაზე მეტჯერ მოახერხა მეტოქის კარის მიმართულებით ბურთის ზუსტად გაგზავნა.
5. "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა გაიტანა 3 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 3 მატჩიდან.
გუნდის ფორმა
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წინა სეზონთან შედარებით მიმდინარე სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა წინა წლის შეცდომები გამოასწორეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვადრაში მოიპოვეს 1/8 ფინალის საგზური.რათქმა უნდა ეს არც იყო გასაკვირი ფაქტი,რადგან ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე "წითელი ეშმაკები" ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერებად მოიაზრებოდნენ.მიმდინარე ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო მატჩი "გალათასარაის" წინააღმდეგ გამართა,სადაც დაძაბულ ბრძოლაშია მატჩში 1:0 დათმო.სერ ალექსის შეგირდები ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფებიან და შემდეგი ტურში მათ "მანჩერსტერ სიტის" წინააღდეგ უწევთ თამაში ამიტომ უკვე თვალნათვლივ შეგვიძლია ვთქვათ,რომ გუნდში "კლუჟის" წინააღდეგ არაოპტიმალური შემადგენლობით წარსდგება.
"კლუჟი"
მინდინარე ჩემპიონთა ლიგაზე "კლუჟი" ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.მათ ამ წუთისათვის სრულიად რეალური შანსი აქვთ,რომ ჯგუფიდან გავიდნენ და კლუბის ისტორიაში პირველად მოახერხონ 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება,მაგრამ ამისათვის წინ ძალიან რთული მატჩი ელით "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ.მიმდინარე ლიგაზე გუნდმა ორჯერ მოიგო.ორივე მატჩი პორტუგალიურ "ბრაგას" მოუგო.ამ წუთისათვის გუნდს 7 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება,მაგრამ მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ "გალათასარაის".
PROBABLE LINEUPS
Reader's Predictions
Last Five Matches
Editor's Prediction