თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2014, 21:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1492,
კომენტარები: 6
"სიამოვნებით ვიხილავდი მას გვერდით ხაზთან, როგორც მწვრთნელს"
როი ჰოჯსონი რუნიზე საუბრობს.
მიუხედავად იმისა რომ, ინგლისელთა კაპიტანი მხოლოდ 28 წლისაა, როი ჰოჯშონის აზრით, უეინმა უნდა დაიწყოს ფიქრი თუ რით დაკავდება კარიერის დასრულების შემდეგ.

"უეინს ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს სათამაშოდ, ამიტომ არამგონია მას სერიოზულად ჰქონდეს ნაფიქრი ამის თაობაზე." თქვა ჰოჯსონმა.

"მაგრამ როცა გაქვს კარიერა როგორიც მას, ან როგორიც სტივენ ჯერარდს, ფრენკ ლამპარდს, ჯონ ტერის ან ეშლი კოულს და ხარ ნამდვილი პროფესიონალი, მე სიამოვნებით ვიხილავდი თითოეულ მათგანს მწვრთნელის ამპლუაში. მათ ნამდვილად აქვთ ამის ნიჭი."

სულ მალე უეინ რუნი გახდება მეცხრე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც მეასედ მოირგებს ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურს და სავარაუდოდ ეს 15 ნოემბერს სლოვენიასთან მატჩში მოხდება.

ახლო მომავალში კი დიდი ალბათობით დაამხობს კიდევ 2 რეკორდს, რომელთაგან ერთი პიტერ შილტონს ეკუთვნის (125 მატჩი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში), ხოლო მეორე - სერ ბობი ჩარლტონს (49 გოლი ნაკრების მაისურით).

უკანასკნელი სანაკრებო შესვენების პერიოდში რუნი კიდევ უფრო მიუახლობდა ჩარლტონს, რამეთუ გაიტანა 2 გოლი 2 შეხვედრაში, მაგრამ ჰოჯსონს უფრო მეტი ბურთის ნახვა სურს მეტოქეთა კარში როგორც რუნისგან ისე მთელი ნაკრებისგან.

"რასაკვირველია, მშვენიერი სანახავია, როდესაც შენი გუნდი ლამაზ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მთავარი გოლის გატანაა."


18 ნოემბერს ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაგეგმილი აქვს ამხანაგური შეხვედრა გლაზგოში, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, სწორედ ამ მატჩის მიმართ უფრო მეტი ინტერესი აქვთ ინგლისელ გულშემატკივრებს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი სხვაგვარად ფიქრობს.

"მართლაც რთული თამაშები გველოდება, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სლოვენიასთან გასამართი შეხვედრაა, რომელშიც აუცილებლად 3 ქულა უნდა ავიღოთ, მათთან მარცხი ჩვენ ქულებს დაგვაკარგვინებს, ხოლო შოტლანდიასთან ჩვენ არაფერს ვკარგავთ. " დაასრულა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა [/left]

წყარო: thefa.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 ოქტომბერი 2014 21:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯერარდი და სხვები რომ არ შეტენონ ისე ვერ ილაპარაკებენ მოკლედ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
19 ოქტომბერი 2014 21:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რადროს შრეკის კარიერის დასრულებაზე საუბარია. ვერ წარმომიდგენია რუნი მწვრთნელის ამპულაში
0
№3
ავტორი: chudikone
20 ოქტომბერი 2014 03:28
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აუ რუნი მინდა მე წვერებში ვნახო და მერე თუ გინდა მამკალით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: red devil
20 ოქტომბერი 2014 07:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
შრეკი მწვრთნელის ამპულაში? :D
0
№5
ავტორი: DiMaria
20 ოქტომბერი 2014 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოიცა რა კაცო, კაცს გოლი აქვს გასატანი
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 ოქტომბერი 2014 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რაც არ უნდა კარგი ილაპარაკო რუნიზე მაინც არ მევასები ჰოჯსონ და არასოდეს დამევასები, ესეთ ბანძ ფეხბურთს რო თამაშებ ინგლისის ნაკრებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top