"იუნაიტედის" აკადემიისა და ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი უილ კინი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანს უბრუნდება. "მანჩესტერელთა" ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და იმედის მომცემი ახალგაზრდა ტრავმებმა თითქმის 2 წლით დაასვენა ფეხბურთისგან. კლუბმა მასში ნიჭი ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში აღმოაჩინა, მას შემდეგ კინი "იუნაიტედის" აკადემიის წევრია. უილს იმედი აქვს, რომ აკადემიის 7 ფეხბურთელის მსგავსად, ლუი ვან გაალისგან შანსს ისიც მიიღებს და საკუთარ შესაძლებლობებს დაამტკიცებს. "გოლების გატანა უკეთეს ფორმაში შესასვლელად გეხმარება, მაგრამ როცა რამდენიმე მატჩი უგოლოდ ჩაივლის, ფიქრობ, რაღაცას არასწორედ აკეთებ და იმედი გიცრუვდება. ბურთის გატანა და თავდაჯერებულობის მომატება ყოველთვის კარგია, რადგან ეს მომდევნო შეხვედრებში ძალიან გეხმარება." კინმა არაერთხელ გამოიჩინა თავი ახალგაზრდულ გუნდში და ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში, მაგრამ მოიესმა კინის ადგილი გუნდში ვერ მონახა, ამიტომ მისი იჯარით გაშვება გადაწყვიტა. "ამ მომენტში დარჩენა და რეზერვებში თამაში ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან შემოთავაზება მქონდა "ქპრსგან". რთული იყო ამ შანსის გამოყენებაზე უარი მეთქვა. შეთანხმებას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მივაღწიეთ. ვფიქრობდი, რომ ეს თავის გამოსაჩენად კარგი შანსი იქნებოდა. იქ არც ისე ხშირად მათამაშებდნენ, მაგრამ მაინც კარგი გამოცდილება მივიღე. რამდენიმე კარგი საგოლე შანსი ვერ გამოვიყენე. რომ გამეტანა, თავდაჯერებულობა მომემატებოდა და შეიძლება კლუბში იჯარის გახანგრძლივებაზე მეფიქრა. დრო გავიდა და გავვითარდი, ბევრი რამ ვისწავლე. ახლა უკვე იმ ასაკში ვარ, როცა ლიგაში სათამაშო შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენო. ვარენ ჯოუნსი (რეზერვების მწვრთნელი) ხშირად ხუმრობდა, რომ მისი გუნდისთვის ზედმეტად კარგი ვიყავი და ამას კიდევ ამბობს. ის ცდილობს, თავდაჯერებულობა შემმატოს. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, უკვე სრულად ვვარჯიშობ. მოუთმენლად ველი სათამაშო შანსის მიღებას და ძველი ფორმის მიღწევას. თითქმის 2 წლით მომიწია ფეხბურთზე თავის დანებება და ეს ცუდია, მაგრამ ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და წინ მთელი ჩემი კარიერა მელოდება. მომიწევს ვიყო მომთმენი და აღარ ვიჩქარო იჯარიდან "იუნაიტედში" დაბრუნება. ეს მხოლოდ მაშინ უნდა გავაკეთო, როცა მივხვდები, რომ "მანჩესტერში" სათამაშოდ მზად ვარ. კლუბში ამჟამად ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მაგრამ კარგად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები დამსახურების შემთხვევაში შანსს იღებენ. თუ მეც საკმარისად მოვინდომებ, ეჭვი არ მეპარება მწვრთნელი შანსს მეც მომცემს. ლუი ვან გაალმა უკვე 7 აკადემიის ფეხბურთელს მისცა დებიუტის შესაძლებობა, რაც ძალიან კარგია. ეს ფაქტი მათ რწმენას მატებს." - დაასრულა კინმა.
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.