ხუან მატა იმედოვნებს, რომ "იუნაიტედი" გასული 2 მატჩის შედეგებს გაიმეორებს და "ვესთ ბრომვიჩთან" მომდევნო 3 ქულას მოიპოვებს.
"გუნდმა ხასიათი და მონდომება გამოავლინა. ბოლო ორი მატჩის მოგება ადვილი არ იყო, პირველში ათი კაცით მოგვიწია თამაში, მეორეში კი "ევერტონი" შეტევას არ წყვეტდა. ამის მიუხედავად, ვიბრძოლეთ და ექვსი ქულა მოვიპოვეთ, რაც ძალიან კარგია.
იმედი მაქვს, "ვესთ ბრომვიჩთან" მომდევნო 3 ქულას ავიღებთ. წინ რთული მატჩი გველოდება, ყოველთვის რთულია მათ სტადიონზე თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასამარცხებლად, რადგან გვინდა ორ კვირიანი პაუზის შემდეგ ჩვენი წარმატებული სერია გავაგრძელოთ."
მატა მომდევნო კვირას თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება, მაგრამ ის ჯერ "ჩელსიზე" არ ფიქრობს. "ჯერ მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ. მწვრთნელი მხოლოდ "ვესთ ბრომვიჩზე" ლაპარაკობს და ჩვენც იგივეს ვაკეთებთ." - დაასრულა მატამ.
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.