თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2014, 14:11
ავტორი: Esi,
ნანახია: 1751,
კომენტარები: 8
ვან გაალი:"ძირითადში ადგილი უნდა დაიმსახურო"
ჰოლანდიელი მწვრთნელის თქმით, მის გუნდში დაუმსახურებლად არავინ ითამაშებს
ვან გაალი:
მანჩესტერ იუნაიტედის ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლაა საჭირო. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელს, თუ იგი არ იმსახურებს ძირითადში თამაშს, მაშინ არ ითამაშებს.

"ვფიქრობ პედი მაქნაირმა ბოლო ორ მატჩში ყველაფერი შესანიშნავად გააკეთა და თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა"
- განაცხადა ჰოლანდიელმა

" რა თქმა უნდა ფილ ჯონსი, ჯონი ევანსი და კრის სმოლინგი ამ დროისათვის არ არიან მწყობრში, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობ და ვაძლევ შანს ახალგაზრდებს, რათა ძირითადის ხალხი ჩაანაცვლონ."

" გარდა პედისა ჩვენ ძალიან ბევრი კარგი და პერსპექტიული ახალგაზრდა გვყავს. მათ შორის თავიდანვე მოვიხიბლე ბლეკეტითა და ჯესი ლინგარდით."


ბოლოს მან ასევე ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა.

" რა თქმა უნდა, როდესაც ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც უეინ რუნი, მაიკლ კერიკი და ფილ ჯონსი, ტრავმირებულები არიან ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ ჩვენ მათ გარდა კიდევ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს და ზოგჯერ რომელიმე ტრავმირებულზე უფრო კარგად ჩანაცვლებული ფეხბურთელი ირჯება ხოლმე."

"ჩემს გუნდში ყველამ იცის, რომ ადგილი გარანტირებული არავის არ აქვს. თუ ვარჯიშებზე თავს წარმოაჩენენ და თავიანთ მაქსიმუმს დამანახებენ ისინი აუცილებლად პირველ გუნდში ითამაშებენ. მათ ეს ყველაფერი იციან. ამ ყველაფრის დასტურად კი თუნდაც პედის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ"
- დაასრულა ვან გაალმა

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
19 ოქტომბერი 2014 14:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნეტა პერსი რას აკეთებს ვარჯიშებზე? no ან იანგმა საერთოდ დააგვიანოს რა love
0
№2
ავტორი: BERDI
19 ოქტომბერი 2014 16:19
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
იანგი არ გამოჩნდეს საერთოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: Manchester_M
19 ოქტომბერი 2014 16:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანუზაისაც მისცეს რა შანსი შეცვალზე მაინც შემოიყვანოს არ დავკარგავთ იმედია ასეთ ტალანტს :X
0
№4
ავტორი: GeorgeBest
19 ოქტომბერი 2014 18:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანუზაიც იმსახურებს შანსს მაგრამ რატომღაც არასდროს ახსენებს
0
№5
ავტორი: chudikone
19 ოქტომბერი 2014 19:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
პერსიმ რა გააკეთა ასეთი რო არ მოაცილე ძირითადს ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 ოქტომბერი 2014 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯონსი როდის უნდა დაბრუნდეს რააა recourse
0
№7
ავტორი: RojoDiablo
19 ოქტომბერი 2014 21:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჰო, აბა. დღეს სამწუხაროდ ტრავმების გამო ისედაც ეძლევათ შანსი სხვებს, მაგრამ ესეც თავისებურად ზრდის კონკურენციას. ჯანსაღი კონკურენცია კი არასდროს არის ზედმეტი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: red devil
20 ოქტომბერი 2014 07:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვარჯის დროს ვინც მონდომებულია ის დგება ძირითადში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top