პედი მაკნეირი, რომელიც 19 წლისაა უკვე მიიღო ლუის ვან გაალისგან ნდობა და უკვე 2 სრული მატჩი ოლდ ტრაფორდზე ოლდ ტრაფორდზე, მისი თანაგუნდელის ტაილერ ბლეკეტის მსგავსად ისიც აპირებს ახალი კონტრაქტის გაფორმებას. ცნობილია, რომ ყველაფერი რამდენიმე კვირაში დასრულდება.
ახალგაზრდა მცველის მიმდინარე კონტრაქტი 12 თვეში იწურება და იგი კვირაში £2,000 გამოიმუშავებს, ახალი კონტრაქტით კი მისი შემოსავალი ყოველ კვირეულად დაახლოებით 10ჯერ გაიზრდება.
"ის არის თავმდაბალი და წყნარი" განაცხადა ვან გაალმა MUTV-სთან ინტერვიუში ევერტონთან გამარჯვების შემდეგ. "რაც უფრო მნიშვნელოვანია, მან იცის რას აკეთებს და იცის, რატომ აკეთებს. პედიმ ივარჯიშა ჩვენთან მთელი კვირის განმავლობაში და ის კარგად გაისარჯა. მე მოხარული ვარ მისით" დაასრულა ჰოლანდიელმა.
მაკნეირი, რომელიც რეგულარულად თამაშობდა 21 წლამდელთა გუნდში წლევანდელ სეზონამდე, ტრამვის გამო ვესტ ბრომთან მატჩს გამოტოვებს.