"ამ მომენტისათვის "იუნაიტედის თავდასხმა საუკეთესოა, მათი შეტევის ხაზი შთამბეჭდავია, როცა უყურებ მათ შემადგენლობას გაოცებული რჩები თუ რაოდენ მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან ისინი. ერთადერთი უარყოფითი სიტუაცია იქმნება მაშინ, როცა ხედავ თუ რა ასაკის ფეხბურთელები ჰყავს შეტევაში "იუნაიტედს". ძალიან საინტერესოა, თუ რას გადაწყვეტს რამოდენიმე სეზონის შემდეგ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა. ამავე დროს მათ ჰყავთ ახალგაზრდა პერსპექტიული თავდასხმელი ჯეიმს იულსონი, რომელიც უელბეკის წასვლის შედეგად აკადემიიდან გადმოვიდა პირველ გუნდში" – ციტირებს მაიკლ ოუენის სიტყვებს Manchester Evening News-ი.
"რა თქმა უნდა, "იუნაიტედის" თავდასხმის ხაზში სულ მალე უნდა გამოჩნდეს ახალი ფორვარდი. მათ სჭირდებათ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მიზანმიმართულად მომავლისთვის იქნება განწყობილი. რა თქმა უნდა, რუნი, ფალკაო და ვან პერსი შეუდარებელი თავდასხმის ხაზია, მაგრამ ვინ იცის ამ სამიდან რომელი როგორ ითამაშებს რამოდენიმე სეზონის შემდეგ?!"
"ანხელ დი მარიამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მან შემოიტანა თამაში ძალიან დიდი ენერგია, მათ (იუნაიტედს) ეს ძალიან აკლდათ, ძალიან გაუმართლათ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი შეუერთდა მათ რიგებს" – დაასრულა ინგლისელმა
წყარო reddevils.ru
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.