დასრულდა მე_7 ტურის შეხვედრები და ცხრილში ნელა_ნელა ყველაფერი თავის ადგილას დგება თუ რამოდენიმე ადგილს არ გავითვალისწინებთ. მაგალითად "ტოტენჰემთან" მარცის შემდეგ "საუთჰემპტონი" მაინც ინარჩუნებს საუკეთესო ოთხეულში ყოფნას და უფრო მეტიც მე_3 ადგილზე იწონებს თავს. ეს ტური იმითაც იყო გამორჩეული, რომ ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ "იუნაიტედი" ოთხეულში დაბრუნდა. რამდენიხანი შეძლებენ აქ ყოფნას ან წინ სვლას ამას მომავალი გვიჩვენებს. ფავორიტის სტატუს ტურიდან ტურამდე ამტკიცებს ლონდონის "ჩელსი" , მაურინიოს შეგირდები საგრძნობი უპირატესობით გაიჭრნენ წინ 7 ტურის შემდეგ და დაქვეითებას არც აპირებენ. მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში "ლივერპულმაც" და 3 მატჩიანი ვერ მოგებელი სერიაც დაასრულა. სატურნირო ცხრილში მდგომარეობას იკეთებს მანჩესტერ სიტიც, და ანალოგიურად 3_ი ვერ მოგებული მატჩის შემდეგ ზედიზედ 2 გამარჯვება მოიპოვა რისი მეშვეობითაც მე_2 ადგილს იკავებს. ასე და ამგავრად ყველა გრანდმა ამ ტურში გამარჯვება მოიპოვა თუ არ ჩავთვლით "არსენალს" რომელიც "ჩელსისთან" დამარცხდა გასვლით შეხვედრაში.
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" მატჩი
"მანჩესტერი" 2:1 "ევერტონი"
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" გუნდი
"ჩელსი"
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" ფეხბურთელი
დი მარია 1 გოლი / 1 ასისტი
ნომინაცია "ტურის ყველაზე სწრაფი" გოლი
Wickham
ნომინაცია "ტურის საუკეთესო მწვრთვნელი"
მაურინიო
ნომინაცია "ტურის საუკეთესო მეკარე"
დე გეა
ნომინაცია "ტურის საუკეთესო სეივი"
დე გეა
ნომინაცია "ტურის იმედგაცრუება"
"არსენალი"
გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველა შეხვედრა ლოგიკურად წამოვიდა ცოტა გართულდა ამ ნომინაციის არჩევა როგორც ქვევით კიდევ ერთი ნომინაციის. საბოლოო ჯამში არჩევანი "არსენალზე" გაკეთდა. რთულია მოუგო "ჩელსის" გასვლაზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ "მეთოფეების" ბოლო დროინდელ გამოსვლას გრანდებთან დავინახავთ ერთ საშავალო დონის გუნდს, რომელიც მუდმივად მარცხდება ან უკეთეს შემთხვევაში ფრეს ახერხებს. ამ შეხვედრაშიც ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა და მორიგი მარცხი იგემა ვენგერი შეგირდებმა. როდემდე გაგრძელდება ეს ეგრედწოდებული გრანდების კომპლექსი ეს არავინ იცის, მაგრამ ფაქტია თუ ეს ყველაფერი ამ გუნდმა არ გამოასწოროა გაუჭირდება ოთხეულში შესვლა წელს.ნომინაცია ტურის მოულოდნელობა
"ლესტერ სიტი"
ანალოგიურ სირთულესთან გვაქვს საქმე ამ ნომინაციასთანაც. მაგრამ ცხრილს გუნდების სათამაშო ფორმას და შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ ამ ტურის მოულოდნელობადაც "ლესტერ სიტი" სახელდება. ზედიზედ 2 ტურია რაც ეს გუნდი გვევლინება. ალბათ ეს ლოგიკურიცაა "ლესტერი" არაა ის გუნდი, რომელსაც შეუძლია იუნაიტედს ქამ ბექი გაუკეთესო და შემდეგ სტაბილურობა განაგრძოს, მაგრამ როდესაც სახლში ხვდები ერთ_ერთ ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფ "ბარნლის" ვალდებული ხარ დაამარცხო თუ რამე პრეტენზია გაქვს საუკეთესო 10 გუნდში მოხვედრის მაინც. გამარჯვებამდე არც არაფერი აკლდათ, მსაჯის მიერ დამატებულ 96_ე წუთზე გაუშვეს გოლი და საჭირო 2 ქულაც ქარს გაატანიეს მელიებმა.ნომინაცია ტურის საუკეთესო კადრი
ვენგერის და მოურინიოს დაპირისპირება
საინტერესო ფაქტები

1) ჩატარებულ 10 შეხვედრაში გუნდებმა სულ 27 გოლი გაიტანეს რაც არც თუ ისე კარგი მაჩვენებელია როდესაც საქმე პრემიერ ლიგას ეხება.
2) 3 ფრე 7 გამარჯვება ასე დამთავრდა მე_7 ტურის მატჩები. წინა ტურისგან განსხვავებით ფრეების რაოდენობა 10%_ით შემცირდა.
3) პრემიერ ლიგის 20 გუნდიდან მხოლოდ 5 გუნდმა მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა.
4) მე_7 ტურში ყველაზე უხვგოლიან 3 შეხვედრა დაფიქსირდა. გუნდებმა 4 გოლის გატანა მაოხერხეს. 4_ზე და მეტი ბურთ იარცერთ სხვა შეხვედრაში არ გასულა.
5) ორად ორი ფეხბურთელი რომლებმაც მე_7 ტურში თავი დუბლით დაგვამახსოვრეს არიან: "ნიუკასლის" შემადგენლობიდან Cisse და "სანდერლენდის" შემადგენლობიდან Fletcher.
6) ზედიზედ 3 ტურია რაც არც მეტი არც ნაკლები 1 ავტო გოლი გადის პრემიერ ლიგის ტურებში.
7) გამართულ 10 შეხვედრაში არბიტრებს 3 თერთმეტ მეტრიანის დანიშვნა მოუწიათ აქედან 2 გოლით დასრულდა ხოლო 1 დე გეას მიერ მოგერიებულიქნა.
8) 7 ტურის შემდეგ 2 გუნდიღა დარჩა ისეთი ვისაც 3 ქულა ჯერ არ მოუპოვებია. ეს სტატისტიკა ამ ტურში "სანდერლენდმა" გამოასწორა დ პირველი მოგება ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხებათ "ბარნლის" და "ნიუკასლს" კვლავ 0 იწონებს მათ გრაფაში თავს.
9) ამ ტურში 2 ისეთი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს რომლებსაც მარცხი არ ეგემათ. საუბარია ლონდონურ კლუბებზე "ჩელსიზე" და "არსენალზე" თუმცა ამ სასიამოვნო სტატისტიკას "არსენალი" გამოაკლდა და ერთადერთი გუნდი, რომელიც წაუგებლად ასპარეზობს ცხრილის ლიდერი ლონდონის "ჩელსია".
10) ჩატარებულ 10 შეხვედრაში არბიტრებს 47_ჯერ მოხუდათ ყვითელი ბარათის ჩვენება ხოლო რაც შეეხება წითელ ბარათებს ამ ტურში არ ყოფილა.
კადრები მოედნის მიღმა
ჭამე ნოდარი
"ტოტენჰემის" ეგრედწოდებული "ფან ზონა"
რას ყიდის არ ვიცი, მაგრამ ფაქტია კაი ვაჭრობა აქვს
თამაშის დაწყებამდე ევერტონის გულშემატკივრები ამაყად მიაბიჯებენ ოლდ.ტრაფორდისკენჩვენი ლამაზი დაიკო
"ჰალ სიტის" 1,2,3 და მე_4 თაობა
ბავშვი: "ფეხბურთი მეტია ვიდრე გაზაევი"
"ენფილდზე" პატარა ბიჭუნა ხალხს ართობს
"ლივერპულის" გახარებული გულშემატკივარი.
"ბარნლის" მწყობრიდან გამოსული ქომაგი
სოფელი "ლესტერი"
მატჩის მსვლელობის დროს დაფიქსირებული ორიგინალური კადრები