ანხელ დი მარიას შეუძლია დიდი ხნის ტრადიცია დაარღვიოს და რამდენიმე ხნის განმავლობაში "იუნაიტედის" პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც პრემიერ-ლიგის "თვის საუკეთესო" ფეხბურთელის წოდებას მიიღებს.
სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "იუნაიტედის" არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღია ზემოაღნიშნული პრიზი.
უკანასკნელი ასეთი "წითელი ეშმაკი" ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი გახდა, რომელმაც 2013 წლის აპრილში მეოცე ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მოიპოვა პრემიერ-ლიგის "საუკეთესო ფეხბურთელის" ჯილდო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგთა მიერ დი მარია უკვე დასახელდა სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად და არგენტინელს შანსი აქვს "ოლდ ტრაფორდის" საზღვრებს გარეთაც მოიპოვოს ჯილდო.
გარდა ამისა, რამდენიმე წყაროს თანახმად, ანხელ დი მარია ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის, "ოქროს ბურთის" ნომინაციაზეც არის წარდგენილი.