მაკკლერის თქმით ვან გაალს თავისი მეთოდისთვის არ უღალატია.
ბრაიან მაკკლერის თქმით ვან გაალი ახალგაზრდებთან მუშაობას თავს არ არიდებს და დენი უელბეკის წასვლა არაფერს ნიშნავს.
"იუნაიტედის" აკადემიის დირექტორს მიაჩნია, რომ კლუბი არ უნდა წუხდეს უელბეკის გაყიდვის გამო და თვლის, რომ ადნან იანუზაი ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატებულობას გააგრძელებს.
"არსენალში" დენი უელბეკის 16 მილიონად გაყიდვას "იუნაიტედის" მისამართით კრიტიკის ქარ-ცეცხლი მოჰყვა. თუმცა აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, პედი მაკნეირი და ტაილერ ბლეკეტი მუდმივად იღებენ მონაწილეობას "იუნაიტედის" თამაშებში. მაკკლერს კი მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" რეპუტაციას არაფერი ემუქრება.
"არ ვწუხვარ. დენი უელბეკი ბევრს ისე ჩარჩა მეხსიერებაში, როგორც სატრენაჟორო დარბაზში მორბენალი შვიდი წლის ბიჭი, რომელშიც უდიდეს პოტენციალს ვხედავდით."
"ის იყო ბედნიერი, ენერგიით სავსე და ძალიან სწრაფი. დენიმ ყველა პროცესი განვლო."
"მოვლენები ისე განვითარდა, რომ ის ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ მიუხედავად სხვა წითელი ფორმისა მე მას წარმატებებს ვუსურვებ."მაკკლერი დარწმუნებულია, რომ ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას შეძლებს.
"რაც ლუიში მომწონს, ეს აკადემიის შვიდი ფეხბურთელისთვის მიცემული შანსია, რაც კლუბის ისტორიას შეესაბამება."
"მიუხედავად იმისა, რომ ადნან იანუზაი 16 წლის ასაკში გადავიდა ინგლისში, მას კლუბის მიერ აღზრდილ ფეხბურთელად თვლიან. მის გამო ისეთივე სიამაყით ვართ აღვსილნი, როგორც დენი უელბეკის გამო ვიყავით."
"კარგ მოთამაშეებს ყველგან ვეძებთ, სადაც კი შეგვიძლია."ვან გაალმა 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა "აიაქსის" ახალგაზრდული გუნდით მოიგო.
"ბარსელონასა" და "ბაიერნში" ვან გაალი ახალგაზრდების აღმოჩენას აგრძელებდა. მისი მწვრთნელობის პერიოდში თავის გამოჩენის შანსი მიეცათ ჩავის, ინიესტას, მიულერს, ბადშტუბერს.
ვან გაალის დღევანდელი მისია კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩვეულ საფეხურზე დაბრუნება გახლავთ.
"მთავარი მწვრთნელი მთავარ ყურადღებას პირველ გუნდს უთმობს. ბევრი მიზეზის გამო მან უამრავი ცვლილება განახორციელა."
"ამასთან ერთად, უკვე იმაზე მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოახერხა თამაში, ვიდრე წინა წელს. სამუშაო საკმარისად არის და ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან კარგია."
"ისინი მოლოდინს ამართლებენ, რაც მათი მცდელობის ნაყოფია. ამისთვის მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდნენ.""მანჩესტერ იუნაიტედის" მცველების ტრავმიანობის სიხშირემ მაკნეირისა და ბლეკეტის პირველ გუნდში გამოჩენას შეუწყო ხელი.
"პედი დაცვის ცენტრში მხოლოდ იმიტომ თამაშობს, რომ გვინდა მას ფიზიკურად მოძლიერების საშუალება მივცეთ. თავდაპირველად ის ჩვენთან ნახევარმცველის რანგში მოვიდა. მის თამაშში ტექნიკა და ბურთთან მოპყრობის კარგი ნიშნები შეინიშნება. მხოლოდ იმიტომ თამაშობს მცველად, რომ ეს საუკეთესო მხრივ შეუწყობს ხელს მის განვითარებას. სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ პედიმ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა მცველის რანგში, მაგრამ ის ყოველთვის ნახევარმცველი იყო."
"თანამედროვე ფეხბურთელებისთვის საჭიროა არა მარტო ფართო ტექნიკური არსენალის ფლობა, არამედ თავდაჯერებულობისა და სხვადასხვა პოზიციაზე კარგად თამაშის უნარიც"წყარო:
MEN