"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რაიან გიგზი აცხადებს, რომ გუნდმა ფორმის პიკს უნდა მიაღწიოს და წინსვლა განაგრძოს, რათა მომდევნო შეხვედრებში სასურველ შედეგებს მიაღწიოს.
"ვესტ ჰემთან" და "ევერტონთან" მოპოვებულმა ზედიზედ ორმა გამარჯვებამ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ-ლიგის ცხრილის მეოთხე ადგილზე მოაქცია. მომდევნო დაპირისპირებები კი "იუნაიტედს" "ვესტ ბრომვიჩთან" გასვლაზე, "ჩელსისთან" სახლში და "მანჩესტერ სიტისთან" საგარეო შეხვედრაში ელოდება.
გიგზის თქმით გუნდის თამაში იმედისმომცემია, მაგრამ წარმატების მისაღწევად ფორმის პიკის შენარჩუნება აუცილებელია.
"ეს არის თამაშები, რომელშიც ჩართვა და მონაწილეობა გსურს. ეს მატჩები ნამდვილი გამოცდა იქნება."
"ჩელსი" ამჟამად საუკეთესო გუნდია და მათ უკან მისდევს "სიტი", რომელიც ასევე კარგად გამოიყურება. ჩვენ გვინდა ამ გუნდებთან თავი გამოვცადოთ. გვჯერა, რომ ამ გუნდების თანაბრად შეგვიძლია თამაში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ სეზონში არ გვიჩვენებია ეს."
"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნერვიული მატჩები ჩავატარებთ და იმედი გვაქვს, ამ შეხვედრებში რამდენიმე ფეხბურთელი დაგვიბუნდება. სათამაშო ფორმა ყოველ მატჩში უკეთესი და უკეთესი ხდება და გვინდა ეს ამ მატჩებშიც გაგრძელდეს."
გიგზი ვან გაალთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად მთლიანად იხარჯება, რათა გუნდს საუკეთესო შედეგები მოუტანოს.
უელსელი კი აცხადებს, რომ მას თავისი ახალი როლი ძალიან მოსწონს.
"ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა ისეთ დიდ მწვრთნელთან ერთად მუშაობა, რომელსაც ბევრი რამ აქვს მიღწეული. ამისგან სიამოვნებას ვიღებ და მწვრთნელსაც კარგად ვუგებ."
"ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენ კარგ ფორმაში ვიმყოფებით და თითოეული შეხვედრისთვის მზად ვართ. ამაზე ბევრ ძალას ვხარჯავთ და შედეგის მოლოდინში ვართ." - განაცხადა გიგზმა თავისი "ფეხბურთის ლეგენდის" პრიზის მიღების საღამოზე.