ვან გაალის ნამუშევრის შეფასება ქულებით.
ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფილი გუნდებიდან მაღალი შეფასებით წამოვიდა. "აიაქსში", "ბარსელონასა" და "აზ"-ში ის მაღალ დონეს აღწევდა, ტიტულებს იგებდა და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა. "აიაქსში" მან დიდებული გუნდი შეკრიბა, რომელმაც ახალგაზრდებით მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ყველაფერმა ამან ბატონი ვან გაალი წარუმატებელი ბატონი მოიესის შეცვლის კანდიდატი გახადა.
ბატონმა ვან გაალმა განაცხადა, რომ ბევრი მიზეზის გამო მას სამი თვე დასჭირდება, რათა თავისი ფილოსოფია გუნდში განავრცოს. მან პოსტი 16 ივლისს ჩაიბარა და ახლა დრო დადგა სემესტრული გამოცდა ჩააბაროს.
ამერიკის ტურნეს შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 8 შეხვედრა ჩაატარა. დასაწყისი საშინელი გამოდგა. "სუონსისთან" საშინაო მარცხს სანდერლენდში ფრე 1-1 მოჰყვა. შემდეგ "მკ დონსთან" განცდილი სამარცხვინო მარცხი და "ბარნლისთან" უნიათო ფრე 0-0. მეხუთე ცდით ჰოლანდიელმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება "ქპს"-ს წინააღმდეგ 4-0. მაგრამ სტაბილურობამდე ჯერ კიდევ შორი იყო. "ლესტერ სიტისთან" 3-1 ანგარიშზე მეორე ტაიმის 26 წუთში ლუი ვან გაალის შეგირდებმა 4 გოლი გაუშვეს.
მიუხედავად ამისა, სამ თვეზე ნათქვამი სიტყვა რეალობას შეესაბამებოდა, როცა გუნდმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა. თავდაპირველად, მიუხედავად იმისა, რომ უეინ რუნი გააძევეს "იუნაიტედმა" "ვესტ ჰემს" 2-1 სძლია, შემდეგ კი იმავე ანგარიშით "ევერტონი" დაამარცხა. ამჟამად "იუნაიტედი" 11 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და მეზობელ "სიტის" 2, ხოლო გათამაშების ლიდერ "ჩელსის" 8 ქულით ჩამორჩება.
მაშ ასე, თქვენ წინაშეა ვან გაალის სემესტრული ატესტაცია ნიშნების მიხედვით.
ვარჯიშებივან გაალი ვარჯიშებზე არ დაძრწის ისე, როგორც ამას მოიესი აკეთებდა, თუმცა პროცესში მაინც ერთვება. წინასასეზონო შეკრებებზე კარინგტონზე ხშირად იხილავდით მათ ცხვირწინ ატუზულს, რომელთაც ან აქებდა, ან შენიშვნას აძლევდა.
მანჩესტერში გადასვლის შემდეგ ვან გაალმა მაშინვე ღიად განაცხადა, თუ რად მიაჩნია AON-ის სავარჯიშო კომპლექსი და მისი ხედვა 3 მილიონიან ინვესტიციას საჭიროებდა. ჯიმი მერფის ცენტრთან ახლოს მდებარე დიდი მოედნები განახლებული იქნა. დაახლოებით 500 ათასი ფუნტი დაიხარჯა ვიდეოკონტროლის სისტემაზე, რათა მოთამაშეებისთვის გამუდმებით ედევნებინა თვალი. ორმაგი ვარჯიშების შემდეგ ვან გაალი მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა. საერთო ჯამში, ვან გაალის ვარჯიშები ფუნქციონალური და ნოვატორული ჩანს.
ვარჯიშების უმეტესობა პენალტების დამუშავებით სრულდებოდა, თავად ვან გაალი კი სასტვენითა და ბლოკნოტით ხელში ხშირად ხელმღვანელობდა ფეხბურთელთა მოქმედებებს, როცა თამაში 10-თ 8-ზე ან 4-თ 5-ზე მიმდინარეობდა. ის არასდროს ხარჯავს ვარჯიშების მთელ დროს მაგალითად, კუთხურების ან "დაარტყი-გაიქეცი"-ს დამუშავებაზე, რაც ბურთის სწრაფ გადაადგილებას და დაცვის ხაზის გაფართოვებას ემსახურება.
ერთადერთი სერიოზული იმედგაცრუება - ტრავმების სიხშირეა - დაახლოებით 10 ფეხბურთელი ამის გამო ხელმიუწვდომელია. უმეტესობა მათგანი კი ვარჯიშებზე იქნა დაშავებული. ვან გაალმა პრობლემების არსებობა აღიარა და ახლა მთელი მონდომებით მუშაობს მათ გამოსწორებაზე.
შეფასება: 4-გუნდის სასტუმროვან გაალი მოითხოვს, რომ სასტუმრო "ლოურში", სადაც გუნდი თითოეული საშინაო შეხვედრის წინ სახლდება პუნქტუალობა და პატივისცემა მეფობდეს. ის მოითხოვს, რომ მოთამაშეები პატივისცემითა და ღიმილით ეპყრობოდნენ სასტუმროს პერსონალს და გაჰყვირის (განსაკუთრებით ახალგაზრდებზე) თუ კი წესები დარღვეული იქნა. მან თავად აჩვენა, რომ პატივისმცემი და მოღიმარია, რის საფუძველზეც გუნდში მომადუნებელი ატმოსფერო შექმნა, რაც მომდევნო თამაშების აუჩქარებლად და მშვიდად გარჩევის საშუალებას იძლევა.
ვან გაალი დროს მხოლოდ ფეხბურთზე ლაპარაკისთვის არ იყენებს. მსგავსი საუბრები თან ირთავს არა მარტო გუნდსა და შტაბს, არამედ მთელ პერსონას, რომელიც სასტუმროში გუნდთან ერთად იმყოფება. ეს მკვეთრად განასხვავებს ვან გაალს მოიესისგან, რომელიც დრო და დრო რბილად ეპყრობოდა სტრუქტურის თანამშრომლებს.
ჰოლანდიელი ფალკაოს, დი მარიას, როხოს, შოუს, ერერასა და ბლინდს სასტუმროში ყოფნისას ეხმარებოდა, რათა პირობებს შეგუებოდა და ამაში იგი "ლოურის" პერსონალსა და ყოველდღიურ წეს-ჩვეულებებს იყენებდა.
შეფასება: 4თამაშის დღე
ვან გაალმა ამაშიც დატოვა შესამჩნევი კვალი. "ოლდ ტრაფორდზე" მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, როგორც ტრიბუნაზე, ისე მოედანზე. მოიესისა და ფერგიუსონისგან განსხვავებით ახალი მწვრთნელი წინასამატჩო გახურებას თავიდან ბოლომდე ესწრება. მას შეუძლია დამხმარეებს გაესაუბროს, მაგრამ მთავარი მიზანი ფეხბურთელების ვარჯიშისა და მათი სხეულის ენის ყურება გახლავთ, რათა გაიგოს არიან თუ არა 100%-ით კონცენტრირებულნი თამაშზე.
როგორც წინასასეზონო შეხვედრების დროს, ვან გაალი შემტევ მოთამაშეებს ჯარიმების, კუთხურებისა და საგოლე მომენტების დახვეწას აიძულებს. ესეც განსხვავებული მიდგომაა, რაც წინამორბედებს არ ჰქონდათ.
კიდევ ერთი სხვაობა - ვან გაალი 90 წუთის განმავლობაში სავარძელში მჯდარი მშვიდად ადევნებს თვალს თამაშს. რვა თამაშის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მიუახლოვდა იგი მოედნის გვერდით ხაზს. "ევერტონთან" შეხვედრის 73 წუთზე ვან გაალი ტექნიკურ ზონასთან მივიდა, რათა უილსონისთვის მიეცა მითითებები, რომელიც ფალკაოს ცვლიდა.
შეფასება: 3+მოთამაშეთა მართვაკლუბში მყოფი ბევრი ადამიანის გაკვირვება გამოიწვია იმან, თუ როგორ საუბრობს ვან გაალი ფეხბურთელების შესახებ პრეს-კონფერენციის დროს. ამერიკაში მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცნენ შოუ, კაგავა და ერნანდესი. სეზონის დაწყების შემდეგ კი მსგავსი პოლიტიკა არ დასრულებულა. "ლესტერთან" მარცხის შემდგომ ვან გაალს არ უთაკილია და განაცხადა, რომ ფალკაო უკეთეს თავდამსხმელად მიაჩნია, ვიდრე რუნი, რომელიც შეგახსენებთ გუნდის კაპიტნად დანიშნა. მაგრამ ამასთან ერთად გუნდში კმაყოფილნი არიან იმით, თუ როგორ ერწყმის ვან გაალის კრიტიკა შექებას. უფრო მეტიც, ვან გაალი მოთამაშეებს ლიდერის უნარის გამოვლენას აიძულებს, რაც ძალიან გვაკლდა მოიესის დროს. ახლა ისინი იზრდებიან არა მარტო როგორც ფეხბურთელები, არამედ როგორც პიროვნებები. თუ კი ფერგიუსონს მიაჩნდა, რომ ფეხბურთელები პრესას რაც შეიძლება მეტად უნდა აერიდონ, ვან გაალი თვლის, რომ მედიასთან ურთიერთობა სასარგებლოა მათთვის. ამან პასუხისმგებლობისა და პატივის შეცნობა უნდა მოახდინოს, რომელიც ბედმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელად გახდომით არგუნა.
ვან გაალის საქმიანობის ეს ასპექტი დამაჯერებლად გვესახება, რადგან მოთამაშეებს მისი რწმენა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამაჯერებელი შედეგები არ ჩანს.
შეფასება: 5-ფილოსოფიაროგორც უკვე ვთქვით, ვან გაალი ხშირად ახსენებეს თავის ფილოსოფიას და ეს ყველაზე რთული რამაა, რაშიც ფეხბურთელები უნდა გაერკვნენ. არსებობს ორი ხაზი: სათამაშო და მენტალური. როცა ვან გაალი 3-5-2 სქემით ათამაშებდა გუნდს, მას წინასასეზონო ტურნეზე და სეზონის პირველ ოთხს შეხვედრაში იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალი დარწმუნებული იყო, წარუმატებელი მატჩების შემდგომ ტრადიციულ ოთხმცველიან თამაშზე გადაერთო.
ეწინააღმდეგება თუ არა ეს მის ფილოსოფიას? თუ ის ადრეც გეგმავდა ტრადიციულ სქემაზე გადასვლას და მხოლოდ საჭირო ფეხბურთელების გამოჩენას ელოდებოდა? გამომდინარე იქიდან, რომ შედეგები კარგი მხრივ შეიცვალა, უკანასკნელი ვარიანტი უფრო დამაჯერებელია.
რაც შეეხება ფილოსოფიის მენტალურ ასპექტს, ვან გაალი ამბობდა, რომ მოთამაშეებმა ინსტინქტებით ქმედება უნდა შეწყვიტონ და სანამ მოედანზე რამეს მოიმოქმედებენ კარგად უნდა დაფიქრდნენ. უნდა შევნიშოთ, რომ თავდაპირველად ფეხბურთელები ურწმუნოდ შეხვდნენ მეთოდის გადახვევას. მაგრამ მწვრთნელის მხარდაჭერის საფუძველზე, რომელიც მოითხოვდა, რომ ყოველ ფეხბურთელს ფირზე ეხილა თავისი თამაშის ჩანაწერი გუნდი უკეთეს შედეგებს აჩვენებს.
შეფასება: 4
ჯამი
რაც უნდა იყოს, ვან გაალმა ღირსეული სტარტი აჩვენა - თანაც იმის ფონზე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აკადემიის 7 ფეხბურთელს მიეცა თავის გამოჩენის შანსი და ტიტულისთვის ბრძოლა ერთ-ერთ შესაძლო მიზნად ითვლება.
საერთო შეფასება: 4-carrick.ru