რაფაელ და სილვა მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ-ლიგის მოგების შანსი აქვს.
წარუმატებლად დაწყებული სეზონის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" მცირედით გამოასწორეს მდგომარეობა და ახლა სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.
რაფაელი კი იმედვონებს, რომ კლუბი პროგრესირებას და ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებს.
"თუ მივხვდებით როგორ უნდა ვითამაშოთ, ეს კი უკვე ხდება, თუ შედეგები დადებითი იქნება, თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ დარწმუნებული ვარ ტიტულის მოპოვების შანსი მოგვეცემა."
"წინ სამი რთული შეხვედრა გველოდება - სტუმრად "ვესტ ბრომვიჩთან", შემდეგ სახლში პრემიერ-ლიგის ლიდერს, "ჩელსის" მივიღებთ, რასაც "მანჩესტერ სიტის" სტადიონზე თამაში მოჰყვება. ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები იქნება ჩვენთვის."
"ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნება გვჭირდება, რადგან ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ, შემდეგ კი "ჩელსისა" და "სიტიზეც" ვიფიქრებთ."
"სამივე შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ და თუ მათ მოვიგებთ, ლიდერებს მივუახლოვდებით - შესაძლოა მეორე ადგილზეც კი აღმოვჩნდეთ. პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და სამივე შეხვედრა მოვიგოთ." - აცხადებს რაფაელი.