"მანჩესტერ იუნაიტედის" კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო ინგლისის მოქალაქეობის აღებას ცდილობდა, რადგან დიდი ბაბუა იორკშირში დაიბადა.
ფალკაო 13 წლის იყო, როცა მამამისი ინგლისის საელჩოში მივიდა და შვილისთვის ბრიტანული პასპორტი ითხოვა, თუმცა მისი ბრიტანული წინაპრების გადმონაშთი საჭიროზე ერთი საფეხურით დაბლა იდგა - დიდი ბაბუას ბრიტანული სისხლი არ აღმოჩნდა საკმარისი.
"ჩემი ინგლისური სისხლით ვამაყობ" - განაცხადა უფროსმა რადამელმა ბოგოტაში ყოფნისას, სადაც ის ჯორჯ კინგის, რადამელის დიდი ბაბუას ისტორიის გარკვევას ცდილობდა, რომელიც 1932 წელს ბედის საძიებად სამხრეთ აფრიკაში წავიდა.
ფალკაოს მამა (მარცხნივ) კოლუმბიელი ლეგენდის, კარლოს ვალდერამას ერთად (მარჯვნივ), რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო.
"ფალკაო 13 წლის იყო და ბრიტანეთის საელჩოში წავედი, რათა მისთვის პასპორტი ამეღო და რადამელი ევროპაში გადასულიყო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა."